კრიშტიანო - ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პირველ წრეში

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანო რონალდო გოლს გოლზე იტანს, მისი მონაგარი ამჟამად 23 გოლს უტოლდება. მოგახსენებთ, ლა ლიგა შუა სტადიაში, გუნდებს ამ დროისთვის 19-19 შეხვედრა აქვთ გამართული, ასე რომ ზუსტად ნახევარი სეზონი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო...


ისეთი შედეგი, როგორიც რონალდოს აქვს არცერთ მოთამაშეს არასდროს არ ჰქონია. პირველი წრის 19 შეხვედრაში 23 გოლი სრული რეკორდია, პორტუგალიელმა მოთამაშემ აჯობა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ უგო სანჩესი, პუშკაში და კიდევ ბევრი სხვა.

აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის შემტევმა არა მხოლოდ საკუთარი გუნდის ლეგენდებს აჯობა, არამედ მისი რეკორდი მთელ ესპანეთს მოიცავს. აქამდე ლიდერობდა ბარსელონას შემტევი ცეზარი, რომელსაც 19 თამაშში 22-ჯერ ჰქონდა კარი აღებული.

რონალდომ ლეგენდარული "ბლაუგრანელის" რეკორდი შარშანდელ სეზონში დაამყარა, როდესაც მის ანგარიშზე სწორედ 22 გოლი იყო, ის მაჩვენებელი ცეზარმა 1950/51 წლებში აჩვენა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მსგავსი სახის რეზულტატის განმეორება ერთადერთხელ პერენფ პუშკაშმა მოახერხა, შემდეგ კი უკვე რონალდო მოგვევლინა შედეგიანობის პიკით. წლევანდელ სეზონში რონიმ რეკორდის დამხობაც შეძლო.

კრიშტიანო - ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პირველ წრეში


პორტუგალიელმა ლიდერმა 23 გოლიდან 12-ის გატანა საშინაო სანტიაგო ბერნაბეუზე მოახერხე, ხოლო დანარჩენი 11 გასვლით არენაზე შეაგდო.

"ბლანკოსის" ისტორიაში ბევრი შედეგიანი მოთამაშე ირიცხებოდა. რონალდოს შემდეგ მოდის პუშკაში 19 თამაშში 22 გოლით, შემდეგ უგო სანჩსი 20 გოლით, დანარჩენი გოლეადორები იხილეთ სურათზე.

კრიშტიანო - ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პირველ წრეში
dle 10.1

  • Hala
  • 27 იანვარი 2012
  • 3695
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)