რონალდუმ დაამტკიცა, რომ ყველას შეუძლია გაუტანოს

უკანასკნელ ორ კლასიკომდე, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ კრიტიკა მუდმივობაში გადაიზარდა, ვინაიდან იგი ვერ ახერხებდა გოლის გატანას კატალონიის "ბარსელონასთვის", იმ "ბარსელონასთვის", რომელიც მადრიდის "რეალის" დაუძინებელი მტერია საფეხბურთო სამყაროში. ცხადია, პორტუგალიელმა ყველა კითხვას პასუხი გასცა და დაანახა თითქმის მთელ მსოფლიოს, რომ თუ მესის შეუძლია გაუტანოს "ბლანკოსს", ანალოგიურის გაკეთება შეუძლია მას "ბლაუგნარასთან".


ალბათ, კრიშტიანუმ ბევრი კრიტიკოსი გააჩუმა და დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გაუტანოს ყველა კლუბს და მათ შორის კატალონიელებსაც. მიუხედავად იმისა, რომ 18 იანვარს გამართული "კლასიკო" ვერ მოიგო "რეალმა", მაინც მოახერხა რონალდუმ ძალიან კარგი გოლის გატანა, რომელიც ცალსახაა, რომ მას ეკუთვნოდა. მადრიდელთათვის ძალიან სასიხარულოა კრიშტიანუ რონალდუს მეორე გოლიც, რომელიც მან გუშინ საღამოს გვაჩუქა. ძალიან მარტივად და პროფესიონალურად მოატყუა პინტო, ხოლო კარლეს პუიოლმა ბურთის მოგერიება ვეღარ შესძლო.

პორტუგალიელს აშკარად ეტყობოდა მონდომება და ბრძოლის ჟინი, ეს კი ნამდვილად დასაფასებელია. იგი ყველა მომენტისთვის ბოლომდე იბრძოდა და გუნდურ სტილში თამაშობდა, რაც მას არ ახასიათებს. ფაქტია, რომ იგი უტანს ყველას, განურჩევლად გუნდისა და ნაკრებისა. "სამეფო" კლუბს მისი სახით ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს.

As.com dle 10.1

  • tata
  • 26 იანვარი 2012
  • 3730
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)