გაგოს ინტერვიუ

ფერნანდო გაგოს ძალიან დიდი იმედი აქვს იმ შემადგენლობის, რომელსაც ყველაფრის მოგება ძალუძს.


" "მადრიდის რეალისგან" მხოლოდ სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას ელიან და გულშემატკივართა მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობა სავსებით ნორმალურია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ გულშემატკივართა მოთხოვნები, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, ყოველთვის ისეთ თამაშს ვერ ვუჩვენებთ, როგორსაც ჩვენგან ითხოვენ და ელიან. კლუბი ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ სტილს. აუცილებელია თამაშების მოგება, ვინაიდან ეს გეხმარება შენ მაქსიმალურად მოახდინო მომდევნო შეხვედრებზე კონცენტრაცია და ამავდროულად თითოეული მოგებული თამაში შენ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს."

"არამგონია, რომ გულშემატკივრები ჩემზე ძალიან იყვნენ განაწყენებულნი, მართალია, მე ცოტა ხნის წინ დამისტვინეს, მაგრამ ეგ სავსებით ნორმალურია. "მარსელთან" თამაშის შემდეგ ძალიან გახარებული ვიყავი, ვინაიდან ხალხმა ჩემი შრომა დააფასა. მე ანალოგიურს ვაკეთებ ყოველთვის, ვერავინ ვერ გამაკრიტიკებს უსაქმურობის მიზეზით. ვიცი, თუ რას ითხოვს ჩემგან მწვრთნელი და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მას იმედები არ გავუცრუო. მე ყოველთვის მოვითხოვ ბურთს, მიუხედავად იმისა, დამისტვენს თუ არა პუბლიკა."

"ჩვენი საბოლოო მიზანი ყველა ტიტულისთვის ბრძოლაა, მაგრამ ამავდროულად თითოეულ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ყველაზე საუკეთესო გზა ტიტულების მოსაგებად, ჩემი აზრით, არის იფიქრო კონკრეტულად იმ ოპონენტზე, რომელთანაც გიწევს თამაში."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 8 ოქტომბერი 2009
  • 3572
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)