ჰალა მადრიდ ! ჰალა მადრიდ ! ჰალა მადრიდ !

ძვირფასო მადრიდისტებო, სტატიას იმით დავიწყებ, რომ მეამაყება მადრიდისტობა!


დიდი მადლობა თითოეულ მოთამაშეს, რომელიც "ნოუ კამპზე" გაისარჯა.ჩვენმა "კაპიტანომ" მატჩის წინ სიკვდილამდე ბრძოლა დაგვპირდა და ესეც მოხდა.ბიჭები მოედნის ნებისმიერ წერტილში ბოლომდე იბრძოდნენ, მათ ნამდვილად თავაწეულნი უნდა დატოვონ "კულეების" საფეხბურთო არენა.

თამაში იგუაინის წარუმატებელი მომენტით დაიწყო, რასაც იოზილის ხარიხა და იმავე პიპიტას რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი მოჰყვა.პირველ ტაიმში ფორტუნა ჩვენს მხარეს ნამდვილად არ იყო, რასაც კატალონიელების 3 შეტევა და 2 გოლი მოწმობს.

საგოლე მომენტებს თავი დავანებოთ და გადავიდეთ მსაჯზე, რომელმაც ჯერ ბუსკეცის ხელით თამაში არ დააფიქსირა, ხოლო შემდეგ აბიდალის.ამ უკანასკნელმა ისე "დაიტკაცუნა" რამოსის მაკრატელას შემდეგ ბურთით თითები, თითქოს საკუთარ სახლში, სავარძელში მოკალათებული ყოფილიყო.ავად სახსენებლმა ვიტიენესმა პირველი ტაიმი არ იკმარა და "რეალს" მეორე ნახევარშიც შეუტია.ყურადღებას გავამახვილებ რამოსის არჩათვლილ გოლზე.ალვეშის სიმულიანტობამ ამჯერადაც შედეგი გამოიღო.ჯერ იყოდა შარშან პეპე გააძევებინა მოედნიდან მსაჯს, ხოლო ახლა სერხიოს ბურთი არ ჩაათვლევინა.ბოლოს, აღნიშვნის ღირსია რამოსის გაძევებაც.ანდალუზიელი წმინდა საფეხბურთო ეპიზოდის დროს, ტეიშეირამ მეორე ყვითელით დაასაჩუქრა.როდემდე უნდა იყოს ბარსელონა მსაჯის კალთაზე გამოკიდებული?

მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა მადრიდი.ახლა, უფრო მეტად მინდა ლა ლიგის ჩემპიონობა.კიდევ ერთხელ მადლობა მადრიდელებს... ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)