უხეშობა და "სიმულიანტობა"

ბოლოს დროს განვითარებული მოვლენების გამო, საჭიროდ ჩავთვალე ერთი სტატია მიმეძღვნა უხეშობასა და ე.წ. სიმულიანტობაზე.


თავიდანვე გეტყვით, რომ როგორც "რეალის," ასევე სხვა გუნდის ფეხბურთელებისაგან, ვგმობ უხეშ თამაშსა და სიმულიანტობას.ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ გუნდის ფეხბურთელის ქმედებაში ყოფილა არასპორტული საქციელი, ასევე თანამედროვე ფეხბურთში უამრავი "სიმულიანტი" მოთამაშეები გამოდიან.რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ფეხბურთს ერთგვარად ამახინჯებს, მაგრამ ამასთანავე მისი შემადგენელი ნაწილია.

აღვნიშნავ, რომ "ელ კლასიკოზე" სასტიკად არ მომეწონა პეპეს თამაში.პორტუგალიელმა ჯერ "სიმულიანტობებით" დაგვამახსოვრა თავი, ხოლო შემდეგ კი არც მეტი არც ნაკლები, მესის განზრახ (ეგრე ვფიქრობ - ავტ.) დააბიჯა ფეხი.იმ აზრზე ვარ, რომ მსგავსი ფაქტები გარკვეულწილად "რეალის" ტრადიციებსა და იმიჯს ლახავს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მედალს ორი მხარე აქვს.კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვგმობ ის რაც მოხდა "კლასიკოზე," მაგრამ ის მაოცებს კატალონიელები "ფრთიან ანგელოზებად" რომ მოგვევლინენ.მინდა ვკითხო თითოულ "ბარსას" ქომაგს, დიდი ხანია რაც მაშერანოს, პედროსა და ბუსკეცს მოედანზე ტყულ-უბრალოდ არ უგორავიათ? თუ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სტოიჩკოვმა კრუიფის მოედნიდან გაძევების გამო მატჩის არბიტრი "გალახა"? სამწუხაროდ, ამ უკანასკნელი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა არ მომეპოვება, მაგრამ ბარსელონელი "ოსკაროსნების" სცენებს სტატიის ბოლოს წარმოგიდგენთ.

უბრალოდ აღშფოთებული ვარ იმით, რომ "რეალი" მონათლეს, როგორც უხეშობისა და სიმულაციის ფუძემდებელად.თითქოს საფეხბურთო სამყაროში 19 იანვრამდე არასოდეს მომხდარა უხეშობა და სიმულიანტობა.ალბათ, უკეთესი იქნება თვალები გავახილოთ და ყველამ ჩვენ სიმულიანტ და უხეშ ფეხბურთელებს მივხედოთ.ჩემი აზრით, სირცხვილია, როდესაც სერხიო ბუსკეცი გყავს შემადგენლობაში და "რეალის" ქომაგს პეპეს მსახიობობაზე დაუწყებ დისკუსიას.

"რეალის" დაარსებიდან დღემდე, ისტორიას ახსოვს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც განსაკუთრებული უხეშობა გამოავლინეს მეტოქის მიმართ.ამის ნათელი მაგალითია ხუანიტო, რომელმაც პირდაპირი გაგებით, ლამის მოედანზე სასაკლაო მოაწყო.ამ ფაქტის გამო, ხუანიტომ 6 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ევრო ტურნირებზე.რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ფეხბურთისთვის ტრაგედია იყო, მაგრამ სპორტის ეს სახეობა იმით არის განუმეორებელი, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ყველაფერი მოხდეს.არ ვამართლებს ხუანიტოსა და პეპეს, მაგრამ ნამდვილად ზედმეტია "ბარსელონას" ქომაგების მხრიდან საკუთარი საყვარელი გუნდის "ანგელოზად" წარმოჩენა.

ერთი სიტყვით, ქართული ანდაზის არ იყოს, "ღორმა ღორს უთხრა დინგიანი ხარო" - სწორედ ასე დაემართათ კატალონიელებს.



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)