რონსერო: "პუშკაშმა 39 წლამდე ითამაშა"

რობერტო კარლოსის მოულოდნელმა განცხადებამ, "რეალში" დაბრუნების სურვილის შესახებ, ესპანური მედია-გამოცემები აალაპარაკა.ტომას რონსერო, რომელიც საფეხბურთო ექსპერტი გახლავთ, გახარებული იქნება თუ ლეგენდარული "3" ნომერი მადრიდში დაბრუნდება.


"უკვე 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვადევნებ თვალ-ყურს თურქულ ჩემპიონატს.ჩემი დაინტერესება არა რომელიმე კონრეტული გუნდი, არამედ რობერტო კარლოსია."

"ის არის თურქული გუნდის ნამდვილი ბურჯი.რობერტო ისეთივე დონეზე თამაშობეს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.მის განკარგულებაში თავდაცვასთან ერთად, თავდასხმაცაა.გიჟური სისწრაფე და ყუმბარისებული დარტყმა კვლავ ფეხბურთელის განკარგულებაშია.ერთი სიტყვით, კარლოსი "ფენერბახჩეში" თამაშისას ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს."

"მე უბრალოდ მის 11 წლიან მადრიდულ კარიერაზე საუბარი არ მსურს, რამეთუ ის იყო შესანიშნავი ფეხბურთელი და ჩემი აზრით, "რეალის" ისტორიაში ბრაზილიელი საუკეთესო უცხოეული მოთამაშეა, ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ."

"მან სურვილი გამოთქვა გუნდში დაბრუნების თაობაზე, რამაც ძალზედ გამახარა.მერე რა, რომ ის 36 წლისაა.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "რეალის" ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან პუშკაში, დი სტეფანო და ხენტო, 35 წლის ასაკში არ დაუმთავრებიათ პროფესიონალური კარიერა.ფერენცმა 39 წლამდე ითამაშა, ხოლოდ ალფრედომ 38 წლამდე.გასაკვირი არაფერია, თუ მას კვლავ დააბრუნებენ გუნდში.დარწმუნებული ვარ, მადრიდელ ინჩასებს ძალიან მოენატრათ კარლოსი და ისინი წინააღმდეგნი არ იქნებაინ, კვლავ იხილონ ფეხბურთელი ბერნაბეუზე."რეალი" მისი დაბრუნებით არაფერს არ კარგავს.მეტიც, რობერტომ თამაში ყოველგვარი ხელფასის გარეშე ითხოვა."

"მადრიდმა ის სათანადო დონეზე ვერ გააცილა.დარწმუნებული ვარ, კარლოსი უფრო მეტს ელოდა კლუბისაგან.მაშასადამე, ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.იმედს ვიტოვებ, საშობაოდ "ლეგენდარული 3" ნომერი მადრიდში დაბრუნდება." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)