"ფიორენტინას" იოვეტიჩს ართმევენ

სტევან იოვეტიჩი წლევანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენაა. მას უკვე ადარებენ სავიჩევიჩს, კრუიფსა და რობერტო ბაჯოს. ეს სტატია დაიბეჭდა იტალიურ გაზეთ "Corriere Della Serra"–ში.


"იტალია ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქ ვთამაშობ. ესპანეთის ჩემპიონატი მომწონს იმიტომ, რომ იქ თამაშობენ მესი, იბრაჰიმოვიჩი და სხვა ვარსკვლავები. ამ მომენტისთვის კმაყოფილი ვარ ჩემი კლუბით" – განაცხადა იოვეტიჩმა და ბევრის თქმით, ის ძალიან მალე დატოვებს "ფიორენტინას" და მადრიდის "რეალს" მიაშურებს.

გზა დიდი ევროპისკენ

ახალგაზრდა იოვეტიჩი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მისი გადასვლა დიდ ევროპულ კლუბებში შეიძლება მომავალ სეზონში განხორციელდეს. მან თავისი თამაშით ისეთი კლუბების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც არიან "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". თვითონ მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ამ ფეხბურთელის მიმართ დიდი სიმპატია გააჩნია და სურს იხილოს ამომავალი ვარსკვლავი "სამეფო კლუბის" მაისურით.

"რეალი" უკვე გეგმავს კონტრაქტი გაფორმოს იოვეტიჩთან, რადგან წინასწარ გაიფორმოს სერბი ფეხბურთელი და დაასწროს კლუბებს. ახლა "ფიორენტინა" განიხილავს ხუთ წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს სტევანს, რათა შეინარჩუნოს გუნდის ლიდერი, მაგრამ თუ საქმეში ფლორენტინო პერესი და "რეალი" ჩაერევიან, მაშინ ამის გაკეთება გაუძნელდება იტალიურ კლუბს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 7 ოქტომბერი 2009
  • 3044
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)