Argentinos! Argentinos! Argentinos!

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის ''რეალში'' ყოველთვის ჭარბობდნენ სხვა ეროვნების ფეხბურთელები, ისინი ყოველთვის წინა პლანზე იდგნენ და უმრავლესობამ თავისი ეპოქაც კი შექმნა ''ბლანკოსში''. პირველი უცხოელი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მადრიდულ გრანდში, ეს მექსიკელი ხოსე რამონ საუტო იყო, მან 124 მატჩის ჩატარება მოახერხა 1934-1936 წლებში და საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც მადრიდის ''რეალის'' საერთაშორისო კლუბად გადაქცევა ჰქვია, დღეს ''ბლანკოსის'' კარი ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელისთვის ღიაა. საუტოს გზას ორი არგენტინელი მიჰყვა, როკე ოულსენი და ყველასათვის კარგად ცნობილი, დღეს უკვე მადრიდის ''რეალის'' საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო... ''ფეხბურთის მამები'' მადრიდულ გრანდში 1996 წლიდან იჩენენ თავს, მეოცე საუკუნის მიწურულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ბრაზილიელებმა საკუთარი ეპოქა შექმნეს ''რეალში'' და აგრეთვე ლომის წვლილი დადეს პროექტში, რომელსაც ''ლოს გალაკტიკოსი'' ეწოდებოდა... არგენტინელები! არგენტინელები! არგენტინელები!


ნაწილი მეორე და მისი უდიდებულესობა ხორხე ვალდანო...

ხორხე ალბერტო ფრანცისკო ვალდანო კასტელანოსი დაიბადა ლას პარეხასში, 1955 წლის 4 ოქტომბერს. საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში ''ნიუელს ოლდ ბოიზში'' დაიწყო. ორი წლის შემდეგ ხორხე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადაბარგდა სადაც ''ალავესს'' შეუერთდა სადაც ოთხი წელი გაატარა და თავისი შესანიშნავი პასებითა და გოლებით ადგილიც დაიმსახურა პირველ დივიზიონში - ''სარაგოსა''... 1979 წელს ვალდანო ''სარაგოში'' გადაბარგდა სადაც თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა, 5 წლის განმავლობაში 143 თამაში ჩაატარა და 47 ესპანური გოლიც დაუგროვდა. 1984 წელს ხორხე მადრიდის''რეალის'' ფეხბურთელი გახდა და შეუერთდა ''ლა ქუინტა დელ ბუიტრეს'' (ეს სახელი ესპანელმა ჟურნალისტმა ხულიო სეზარ იგლესიასმა უწოდა 80-იანი წლების ''რეალს'' - ''მტაცებლების კოჰორტა'' რომელიც შედგებოდა 5 ფეხბურთელისაგან: ემილიო ბუტრაგუენო, მანოლო სანჩისი, მარტინ ვასკესი, მიჩელი და მიგელ პარდესა.) ვალდანო დაეხმარა გუნდს გამარჯვება მოეპოვებინა უეფას თასზე 1985-86 წლებში, არგენტინელმა ერთი გოლი 1985 წლის ფინალში, ხოლო ორი 1986 წლის ფინალში მიითვალა. 1988 წელს მან კარიერა დაასრულა, მიზეზად ჰეპატიტი დასახელდა. ვალდანო სპორტული კომენტატორი და ''რეალის'' ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა. 1991 წელს ის ''ტენერიფეს'' ჩაუდგა სათავეში, გუნდი ცემპიონატიდან გავარდნას გადაარჩინა და შემდეგ უეფას თასზეც გაიყვანა. უკვე მომდევნო წელს ხორხე მადრიდში დაბრუნდა მთავარი მწვრთნელის რანგში, 1995 წელს კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო, თუმცა 1996 წელს ის კლუბიდან წავიდა და ''ვალენსიას'' ჩაუდგა სათავეში სადაც სულ რაღაც ერთი სეზონი დაჰყო. 1997 წელს ის მადრიდის რეალის სპორტული დირექტორი გახდა და პოსტზე 2005 წლამდე რჩებოდა. 2009 წელს იგი ისევ დაბრუნდა კლუბში უკვე გენერალური დირექტორის სახით თუმცა კლუბის თავკაცთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ ამავე კლუბის თავკაცის მოთხოვნით ლეგენდა სახლში გაისტუმრეს. ვალდანოს სახელს უკავშირდება წიგნები ''ფეხბურთის ოცნებები'' და ''ფეხბურთის მოკლე ისტორიები''. ასევე ვალდანოს საპატივცემულოდ მადრიდის ''რეალის'' უკვდავმა ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ თავის პირველ შვილს ხორხე დაარქვა...

Argentinos! Argentinos! Argentinos!


ფერნანდო კარლოს რედონდო ნერი 1969 წლის 6 ივნისს ბუენოს აირესიდან 23 კილომეტრში ქალაქ ადროგში დაიბადა. 1985 წელს პროფესიონალურ დონეზე დაიწყო ბურთავი ''არგენტინოს იუნიორსთან'' ერთად სადაც 5 წელი დაჰყო. 1990 წელს ფერნანდო ესპანურ ''ტენერიფეში'' გადაბარგდა სადაც არგენტინელ მწვრთნელს ხორხე სოლარის შეუერთდა. აღსანიშნავია , რომ ამ პერიოდში ''რეალმა'' ორჯერ დაკარგა ლა ლიგის ტიტული და ის ''ბარსელონას'' დაუთმო სწორედ ''ტენერიფესთან'' ბრძოლაში. 1994 წელს ხორხე ვალდანოს გუნდში მოსვლისთანავე ფერნანდო 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდული გრანდის ფეხბურთლი გახდა სადაც მან თავისი კარიერის მთავარი და დაუვიწყარი ნაწილი გაატარა. დელ ბოსკეს მოსვლის შემდეგ რედონდო სრულყოფილ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა და სტივ მაკმანამანთან ერთად თავზარს სცემდა მეტოქის შუა ხაზს. ის არის ავტორი ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლინგისა მსოფლიოში, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ''მანჩესტერის'' წინააღმდეგ შეასრულა. გაოცებული დატოვა რა ჰენინ ბერგი და რაულს გამარჯვების გოლი შეაგდებინა. თამაშის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა გაკვირვებით განაცხადა: ''რა აქვს ამ ფეხბურთელს ბუცებში? მაგნიტი?''
ფერნანდომ კლუბთან ერთად 3 ჩემპიონთა ლიგის და 2 ლა ლიგის ტიტული მოიპოვა და 2000 წელს იტალიურ ''მილანში'' გადავიდა 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ამ ტრანსფერმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მადრიდისტებში. იტალიაში გადაბარგების შემდეგ ფერნანდომ ტრამვის გამო 2 წელი გამოტოვა, ფეხბურთელმა 2.74 მილიონი ევროს ზარალი განიცადა ხელფასის სახით და კლუბის მიერ ნაბოძები მანქანისა და სახლის უკან დაბრუნებაც კი სცადა. 2004 წელს გაუთავებელი ტრამვების შემდეგ მან კარიერა დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

Argentinos! Argentinos! Argentinos!


სანტიაგო ჰერნან სოლარი 1976 წლის 7 ოქტომბერს როსარიოში(სანტა ფე) დაიბადა. საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში რიჩარდ სტოკტონის კოლეჯში დაიწყო, უკვე ორ წელიწადში სანტიაგო ''რივერ პლეიტის'' ფეხბურთელი გახდა. 1998 წელს ახალგაზრდა შემტევით მადრიდის ''ატლეტიკო'' დაინტერესდა. ''თეთრ-წითლებში'' გატარებული ორი სეზონის, გუნდის სეგუნდა დივიზიონში გავარდნამდე სოლარის ქალაქის მეორე მხარეს - ''რეალში'' უკრეს თავი. სანტიაგომ კლუბში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებაზე და 2001-02 წლის სეზონში ეს მოახერხა კიდეც, დაეხმარა რა კლუბს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში. 2002-03 წლებში არგენტინელი ისევ სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა, მაგრამ მაინც გაიბრძოლა და ისევ დაიბრუნა ადგილი ''ლოს გალაკტიკოსში'' თუმცა გუნდის ჩაგდებული კამპანიის შემდეგ 2004-05 სეზონის შემდეგ სანტიაგოს მილანის ''ინტერში'' მოუხდა გადაბარგება, სადაც კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ორი ტიტულის მოპოვებაც შეძლო. 2008 წლის 30 ივნისს სოლარის იტალიურ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ის თვისუფალი აგენტი გახდა. ამის შემდეგ იყო სამი კლუბი, რომელიც არგენტინელმა ვარსკვლავმა სამი წლის განმავლობაში მოიარა: ''სან ლორენცო''; ''ატლანტე''; ''პენაროლი'' - აქ დამთავრდა ჰერნან სოლარის გარკვეულწილად წარმატებული კარიერა.

Argentinos! Argentinos! Argentinos!


ფერნანდო რუბენ გაგო 1986 წლის 10 აპრილს ქალაქ ბუენოს აირესში დაიბადა. უკვე 10 წლის ასაკში ''ბოკა ხუნიორსის'' ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, 2004 წელს კი პროფესიონალურ დონეზე ბურთავი დაიწყო. მან პირველივე სეზონში დაიმსახურა ისეთი კლუბების ყურადღება, როგორებიც მადრიდის ''რეალი'' და ''ბარსელონა'' არიან. 2006 წლის 15 ნოემბერს რამონ კალდერონმა დაადასტურა გუნდის დაინტერესება არგენტინელი ბიჭუნების მიმართ, მეორე სამიზნე გონსალო იგუაინი გახლდათ. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას შეუწყობდა ხელს. 19 დეკემბერს კლუბები შეთანხმდნენ, ფერნანდო გაგო ''რეალში'' 20.4 მილიონი ევროს სანაცვლად გადავიდა. ამ არც თუ ისე ხმაურიანმა ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია პრესაში, ახალგაზრდა ჩამშლელს ფერნანდო რედონდოს ადარებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. გაგოს დებიუტი 2007 წლის 7 იანვარს ''დეპორტივოს'' წინააღმდეგ შედგა. არგენტინელმა ჩამშლელმა არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაზილიელი რონალდოთი იქნა შეცვლილი. შემდეგ ტურში ''სარაგოსას'' წინააღმდეგ გაგომ რადიკალურად განსხვავებული თამაში აჩვენა, მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა მოედნის ცენტრში და შესანიშნავ გადაცემებსაც აკეთებდა, ის თამაში ''რეალის'' გამარჯვებით 1:0 დასრულდა, სამქულიანი გოლი ვან ნისტელროიმ შეაგდო გონსალო იგუაინის გადაცემის შემდეგ. არგენტინელი განაგრძობდა აღმასვლად, 2007 წლის 20 მაისს ''რეალი'' სტუმრად რეკრეატივოსთან ფრეზე ბურთაობდა მაშინ როდესაც გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, მატჩის ბოლო წუთზე ფერნანდომ შესანიშნავი გადაცემით რობერტო კარლოსს გამარჯვების გოლი შეაგდებინა და ლომის წვლილი დადო გუნდის ჩემპიონობაში, მოგეხსენებათ იმ წელს ''რეალმა'' ლა ლიგის ტიტული მოიპოვა. კლუბში მამადუ დიარას გამოჩენამ გაგოს კონკურენტი გაუჩინა, მაგრამ არგენტინელმა მაინც მოიპოვა თავისი ადგილი ძირითადში და გუნდს კიდევ ერთი ლა ლიგის ტიტულისაკენ გაუკაფა გზა. 2008 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას ''ბატეს'' წინააღმდეგ გაგომ სერიოზული დაზიანება მიიღო რის შედეგადაც დიდი ხნის მანძილზე ჩამოშორდა მოედანს, ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არგენტინელის კარიერაში. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაგო ძალიან ახლოს იყო მანჩესტერ ''სიტისთან'' თუმცა შეთანხმება 15 მილიონად არ შედგა. უკვე ოქტომბერში გაგო მოედანს დაუბრუნდა და ''ბილბაოს'' წინააღმდეგ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ჰოლანდიელ უესლი შნეიდერთან ერთად მოედნის ცენტრს დაეპატრონა. ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ გაგომ ''რეალის'' ახალ შენაძენთან, ლასანა დიარასთან გაიყო მოედნის ცენტრი და იქაც მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა. მადრიდიდან კანავაროს აბარგების შემდეგ ფერნანდომ 5 ნომერი აიღო ხოლო თავისი 8 ნომერი ახალწვეულ კაკას უბოძა. მოურინიოს მოსვლის შემდეგ გაგოს კარიერამ უკუსვლა იწყო, გაუთავებელი ტრამვების შემდეგ მან მწვრთნელის ნდობა დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე მოუხდა გადანაცვლება. 2011 წლის 31 აგვისტოს გაგო ერთ წლიანი იჯარით იტალიურ ''რომაში'' წავიდა, მან ''რეალში'' ოთხნახევარი წელი გაატარა და 100-ზე მეტი ოფიციალური თამაში ჩაატარა, მან რამოდენიმეჯერ კაპიტნის სამკლაურიც კი მოირგო.

Argentinos! Argentinos! Argentinos!


ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)