"იუვე" ალბიოლის შეძენას გეგმავს

იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ტურინის იუვენტუსი სერიოზულად ინტერესდება მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველის, რაულ ალბიოლის გადაბირებით. Sky Italia-ზე დაყრდნობით ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების გამართვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს...


რაულ ალბიოლი მადრიდის "რეალში" ვალენსიიდან მივიდა და პირველ სეზონში უდიდესი ნდობით სარგებლობდა, მანუელ პელეგრინი მას რეგულარულად ენდობოდა და ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშედ მიიჩნევდა, ესპანელი მცველი არც ისე ურიგოდ გამოიყურებოდა, მაგრამ გუნდში კარვალიოს მოსვლის შემდეგ მისი პოზიციები ნამდვილად შეირყა.

კარვალიოს მოსვლა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამ განაპირობა, პორტუგალიელი სპეციალისტი, სადაც მიდის ყველგან მიჰყავს კარვალიო, თუ არ ჩავთვლით მილანის "ინტერს", მაშინ მასიმო მორატიმ უბრალოდ ვერ მოახერხა ლონდონის ჩელსისთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.

ალბიოლმა ადგილი ესპანეთის ნაკრებშიც დაკარგა, მიზეზი კი რა თქმა უნდა სათამაშო პრაქტიკის არქონაა. ამ სეზონში სამეფო კლუბის მცველებს შორის ყველაზე ცოტა ხანი მოედანზე სწორედ რაულმა დაჰყო, მასზე კარგი შედეგი 18 წლის ახალწვეულ ვარანეს აქვს.

მას შემდეგ, რაც რიკარდო კარვალიომ ტრავმა მიიღო ყველას ეგონა, რომ ალბიოლის გზა გახსნილი იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჟოზე მოურინიო არც ვარანეს ენდო და არც ესპანელ მცველს, მან ცენტრში პეპეს სერხიო რამოსი შეუწყვილა და ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და სამეფო კლუბის დაცვა გაცილებით უფრო სოლიდური გახდა.

ზემოთაღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ადვილად შესაძლებელია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ალბიოლის გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს და ესპანელმა თავი იტალიაში ამოყოს.

თანხა, რომელსაც ბებერი ქალბატონის მესვეურები გადაიხდიან, არ სახელდება, ყველაფერი იანვრის თვეში გახდება ცნობილი. dle 10.1

  • Hala
  • 25 დეკემბერი 2011
  • 1978
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)