AfterMatch-მოუ

გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.


"მე მომწონდა კალეხონის თამაში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ”ესპანიოლში” გამოდიოდა, სადაც ძალიან კარგად ჩანდა ყველა მისი მთავარი საფეხბურთო ღირსებები. არასდროს არ იცი წინასწარ რამდენი დრო დასჭირდება ფეხბურთელს ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის. კალეხონს ძლიერი ხასიათი აქვს, გარდა ამისა, ამ ფეხბურთელს ”მადრიდის რეალის” ასაკობრივ გუნდშიც აქვს რამოდენიმე წელი გატარებული. მან თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა.”

”ჩვენთან ყველაფერი შესანიშნავადაა. ჩემი ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან , რომელთაც უდიდესი ამბიცია და შრომისმოყვარეობა ახასიათებთ. გულშემატკივრებმა კარგად იციან ფგეხბურთელების ძლიერი მხარეები. ტიტულებს იგებ ან აგებ მხოლოდ და მხოლოდ პატარა დეტალების გამო. ამის ნათელი მაგალითი წინა სეზონია. ამიტომაც ყოველდღე, ყოველ მატჩში ჩემი ფეხბურთელები მაქსიმუმს იღებენ.”

”ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში ჩვენ უფრო მეტი უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ ლა ლიგაში ასეთი რამ წარმოუდგენელია, ვინაიდან ჩვენ კუდში მოგვყვება მეორე ძალიან კარგი გუნდი. მხოლოდ სეზონის ბოლოს ვნახავთ , ჩემპიონობისთვის იქნება თუ არა საკმარისი ის ძალისხმევა, რომელსაც ყოველდღე ჩვენ ვდებთ.”

”დღეს მე კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა მიჭირს, ვინაიდან დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა, როგორც ერთმა ორგანიზმმა, ისე ითამაშეს. ჩვენ უნდა მოგვეგო, გარდა ამისა მაყურებელსაც დიდი სიამოვნება მივანიჭეთ.კასადოს დებიუტი ქონდა. თამაშის დაწყებისას ის ცოტას ღელავდა, მაგრამ მერე ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, სწორედ ამას ველოდით მისგან. შაჰინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ის უფრო და უფრო თავდაჯერებულია თავის ძალაში, გოლი და საგოლე გადაცემა კი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.”

”კანტერანოებს თამაშის საშუალება მიეცემათ, მაგრამ ეს ამავდროულად სიტუაციაზეც იქნება დამოკიდებული. დღეს იდეალური დღე იყო იმისთვის, რომ ისინი მოედანზე გამომეშვა: არ იყო ზეწოლა და მღელვარება, რომელიც თამაშის შედეგს უკავშირდება. დღეს კასადოსა და პაჩეკოს დებიუტი შედგა, ხოლო ნაჩო და ხოსელუ წინასეზონშიც თამაშობდნენ. მე მათი მჯერა და შემიძლია , თუ ამის საჭიროება დადგა, თავისუფლად ვენდო მათ.”
dle 10.1

  • shvela
  • 21 დეკემბერი 2011
  • 2693
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)