ლასი : "კარგი იქნება თუ 2012 წელს ლიდერის რანგში შევხვდებით"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა მოთამაშემ, ლასანა დიარამ "Bwin"-თან ისაუბრა...


"კარგი იქნება თუ ამ წელს ლიდერის რანგში დავასრულებთ და 2012-ის პირველ შეხვედრას პირველადგილოსანის წოდებით გავმართავთ, თითოეული ნიუვანსი მეტად მნიშვნელოვანია, მათ შორის ლიდერობა."

"არ ვაპირებთ შეჩერებას და რაიმე ცვლილებების შეტანას, გუნდი წინ მიდის და ეს თვალნათლივია, ჩვენ შარშანაც ახლოს ვიყავით ლა ლიგის მოგებასთან, მაგრამ სულ ცოტა დაგვაკლდა, დარწმუნებული ვარ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება."

"კრიშტიანო რონალდო ყველა თამაშში საკუთარ მაქსიმუმს აკეთებს, პორტუგალიელის ანგარიშზე უკვე ძალიან ბევრი გოლია. მიმდინარე სეზონში მან სამეფო კლუბს უდიდესი სარგებელი მოუტანა, პორტუგალიელი მოთამაშე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება."

"სევილიას ბრწყინვალედ დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენი მიზანი ყველა ვარიანტში გამარჯვება იქნება, რადგან პირველ ადგილზე დაბრუნება გვსურს, მათ სტადიონზე მოგება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი."

"ამ სეზონში გოლი არ გამიტანია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი მხოლოდ გუნდის გამარჯვებაა, თითოეული ფეხბურთელი მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება."

"გამიხარდება თუ სამეფო კლუბის მაისურით 100 ან 200 შეხვედრას ჩავატარებ, რადგან ეს უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია და ნებისმიერი მოთამაშისთვის "ბლანკოსის" ფორმის მრავალჯერ მორგება უდიდესი პატივია." dle 10.1

  • Hala
  • 16 დეკემბერი 2011
  • 1989
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)