კალეხონმა და რონიმ სამივე ჩემპიონატში იხეირეს

რამდენიმე დღის წინ სამეფო თასმა სტარტი აიღო, სადაც მადრიდის "რეალმა" თავის პირველ მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და მშვიდი გამარჯვება მოიპოვა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა კრიშტიანო რონალდომ და ხოსე კალეხონმა მოახერხა, ამ ორ მოთამაშეს ყველა ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი...


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალგაზრდა კალეხონი კრიშტიანოსთან ერთად ერთადერთია, რომელსაც ყველა ტურნირზე აქვს მეტოქეთა კარი აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ მოთამაშეს არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, იგი ხშირად ლაშქრავს მეტოქეთა კარებს. ჩემპიონთა ლიგაზე ხოსეს ანგარიშზე 4 გოლი, მან დუბლი აიაქსთან და ზაგრების დინამოსთან შეხვედრებში გაიფორმა, კალეხონმა ასევე ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩშიც გაიტანა, აღსანიშნავია, რომ პრიმერაში მან ყოფილ კლუბს, ესპანიოლს დაუმწუხრა ფანები.


რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, იგი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას, ლიონელ მესისთან ერთად ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიელი მხოლოდ 2 გოლით დაკმაყოფილდა, Copa Del Rey-ს სასტარტო შეხვედრაში კი ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა, ჯამში რონალდოს უკვე 20 გოლი დაუგროვდა. dle 10.1

  • Hala
  • 16 დეკემბერი 2011
  • 1861
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)