ახდენილი ოცნება

"სევილიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ "რეალის" ფანები განაწყენდნენ და დაკარგეს იმედი მომავლის, რომლისაც ასე სწამდათ. "თეთრებმა" დათმეს შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე", მაგრამ ყველაფერს ასე ადვილად ვერ გადავუსვავთ ხაზს.


1. საგოლე მანქანა:

24 გოლი რვა შეხვედრაში არაჩვეულებრივი შედეგია. ეს იმას ამტკიცებს, რომ "ბლანკოსში" არიან უამრავი გოლიადორები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშის შებრუნება თავისდა სასიკეთოდ. ასეთი შედეგი უამრავ ევროპულ გრანდს არ აქვს, ანუ თითო შეხვედრაში 3 გოლს მაინც იტანენ მადრიდელები და ეს აღმაფრთოვანებელია. თუ ასე გააგრძელებენ: რონალდო, ბენზემა და კაკა, სეზონის ბოლოს ამ სამეულს 70–ჯერ ექნებათ აღებული მეტოქის კარი.

2. საუკეთესო ისტორია:

23 ფეხბურთლი, რომლებიც ირიცხებიან "რეალის" შემადგენლობაში, მოეთხოვებათ გააგრძელონ "ბლაკოსის" 107 წლიანი ბრწყინვალე ისტორია. მათ დასახმარებლად ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო ყველაფერს აკეთებენ, მათ ისეთი შემადგენლობა მოიყვანეს, რომელშიც ვერც ერთ მოთამაშეზე ვერ იტყვი ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოსო.

3. კრიშტიანო რონალდო:

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მართლაც, რომ ფენომენია, მასში "თეთრებმა" 94 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხაა, რომელ მოთამაშეშიც გადაუხდიათ. 9 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ოქროს ბუცი მიიღო მან, 2007–08 წლის სეზონში. ახლა კი კრიშტიანოს უკვე 2 შეხევდრაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 4 გოლი აქვს გატანილი, მას კიდევ შეუძლია მოიპოვოს ბომბარდირის ტიტული, როგორც ლიგაზე ასევე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. როგორც მოსალოდნელია მას დიდ წინააღმდეგობას გაუწევს კიდევ ერთი ვარსკვლავი, ოღონდ კატალონიელი ლეო მესი.

4. შესანიშნავი დაცვა:

ცენტრალური მცველები მადრიდულ კლუბს ყავს: პეპე და რაულ ალბიოლი, რომლებიც ევროპაში საუკეთესოთა შორის არიან საკუთარ პოზიციაზე. მათ 5 გოლი გაუშვეს რვა ჩატარებულ შეხვედრაში. ყველა გრანდი ცდილობს ასეთი გუნდის შექმნას, რაც "რეალმა" უკვე შეძლო.

5. იკერ კასილასი:


ეს მართლაც ბრწყინვალე გოლკიპერი ყავს "ბლანკოსს". ამ ფენომენალურმა მეკარემ "მარსელთან" და "სევილიასთან" ისეთი ბურთები მოიგერია, როგორზეც ბევრი მსოფლიო დონის კარის დარაჯი ვერ იოცნებებს. ასეთი მაგარი ზურგით ყველა მოთამაშეს შეუძლია დაუბრკოლებლად ჩაატაროს სეზონი.

6. ლასი–ხაბი ალონსო:

ამ ორმა მოთამშემ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა წინა მატჩებში("ციურიხთან" და "დეპორტივოსთან). ეს დუეტი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა, ამას ყველა ფეხბურთის სპეციალისტი ადასტურებს. თუ მათგან რომელიმე მიიღებს ტრავმას, მათი შემცველელი უამრავი მოიძებნება გუნდში.

7. ვიცე კაპიტანი:

"რეალის" ვიცე კაპიტანმა გუტიმ კარგად დაიწყო წლევანდელი სეზონი, თუ არ ჩავთვლით "სანჩეს პისხუანზე" გამართულ მატჩს. პელეგრინი ხშირად მიმართავს გუტის და იგუაინის როტაციას, ეს ორი ფეხბურთელი კი ერთმანეთს შესანიშნავად უგებს. ვიცე კაპიტანი კარგ მეგოლეებს ბრწყინვალე გადაცემებს უკეთებს და ატანინებს უამრავ გოლს.

8. კაკას მაგია:

კრიშტიანო რონალდოსთან ერთად "თეთრების" შმტევ თამაშს საფუძველს ბრაზილილელი ლეგიონერიც ჩაუყრის. ეს დუეტი თუ კარგად შეთამაშდა "მკვლელ" გოლიადრებად მოინათლებიან ახლო მომავალში. ამ წყვილს პარტნიორობას ბენზემაც გაუწევს და გაამწარებს მეტოქე გუნდის დაცვას.

9. ბრწყინვალე ატმოსფერო კლუბში:

ბევრი მეგავარსკვალვი შეუერთდა ახალ გალაქტიკოს, რომლებსაც ადაპტაცია სჭირდებათ. ამაში მათ ვინ დაეხმარება მათ, თუ არა გუნდის მარგალიტი რაულ გონსალესი. ყველა ახალმოსული აცხადებს , რომ რაული ყველაფერში გვერდში უდგას და ეხმარება თავის დამკვიდრებაში. ასეთი მოთამაშეებით დაკომპლექტებული კლუბი მხოლოდ კინოებში შეიძლება იყოს.

10. ჩემპიონთა ლიგის ფინალი:

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, რაც მადრიდისტებისთვის უდიდესი სტიმულია. საკუთარ კედლებში თამაში სულ სხვაა... ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე "ბლანკოსის" შეგირდებმა ორივე მატჩი მოიგეს("ციურიხთან და მარსელის "ოლიმპიქთან").

სტატიის ავტორი: kevlisha

ინფორმაციის წყარო: defensacentral.com dle 10.1

  • kevlisha
  • 6 ოქტომბერი 2009
  • 3289
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (72)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)