მარცხენა მცველის ძიებაში

კლიშის, ევრას და ფელიპეს უჭირავთ ადგილი მიგელ პარდესასა და ხორხე ვალდანოს გეგმებში. მარსელოსა და დრენტეს ცუდმა თამაშმა მათ აიძულათ ეზრუნათ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე.


მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა მარსელომ მეტად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა "სევილიასთან". ის ვერ გაუმკლავდა ხესუს ნავასს და ბევრ ეპიზოდში ცდებოდა.

გუნდის სპორტული დირექტორი მიგელ პარდესა ხვდება, რომ მარსელო და დრენტე მეტად სუსტები არიან კლუბისთვის. მისი აზრით დაცვის მარცხენა ფლანგი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ამ ფლაგზე არბელოას შეუძლია თამაში, მაგრამ პელეგრინის ხელი შეუშალა ფეხბურთელის ტრავმამ. ცენტრშიც და ორივე ფლანგზეც ალვარო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. ალბათ ტრავმის მოშუშების შემდეგ ის დაიკავებს დაცვის მარცხენა ფლანგს. მას ამ პოზიციაზე ბევრჯერ უთამაშია "ლივერპულში".

მარსელოსა და დრენტეს ცუდი თამაშის გამო ხელმძღვანელობას სურს შეიძინოს ახალი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე, მაგრამ არა ამ სეზონში, არამედ მომავალი სეზონისთვის.

ვალდანოსა და პარდესას სიაში მოხვდა სამი ფეხბურთელი: გაელ კლიში ("არსენალი"), პატრის ევრა ("მანჩესტერი") და ლუის ფელიპე ("დეპორტივო"). სამივე ფეხბურთელი ძლიერია თავიანთ პოზიციებზე. პირველი ორი ფეხბურთელის პრობლემა მათი სატრანსფერო ფასია. კლიშის საწყისი ფასი 20 მლნ. ევროა. ევრა ფერგიუსონისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი გუნდიდან წასვლის შანსი მეტად მიზერულია. ფელიპეს ტრანსფერი კი მეტად რეალურია. "დეპორტივოს" პრეზიდენტ აუგუსტო სეზარ ლენდოიროს შეუძლია ფეხბურთელი 12 მლნ. ევროდ გაუშვას ან უფრო მცირე ფასად, თუ ისინი მიიღებენ სჟალაის, ადამს ან მოსკერას. ასე, რომ ფეხბურთელებზე დაკვირვება დაწყებულია.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 6 ოქტომბერი 2009
  • 3067
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)