მოუს პრეს-კონფერენცია

”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიომ სამეფო თასის შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბევრ საკითხზე ისაუბრა. მან ისაუბრა გუნდის მდგომარეობაზე ”კლასიკოში” განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ და იმაზე, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში დღევანდელი შეხვედრისთვის.


”ბარსელონასთან” შეხვედრაში კრიშტიანო თავის თავს არ გავდა...

როგორც მახსოვს შაბათს ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე.

”ბარსასთან” მორიგი მარცხი იმოქმედებს გუნდის მდგომარეობაზე?

იმედი მაქვს , რომ არა. საქმე ეხება სხვადასხვა ტურნირს. თასზე ჩვენ ერთნაირ დონეზე ვართ. ჩემპიონატში ჩვენ არავინ არ გვისწრებს, ყველასთან მიმართებაში უპირატესობას ვფლობ, გარდა იმ მეტოქისა, რომელსაც ჩვენი ტოლი ქულა აქვს, მაგრამ ამასთანავე ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. დღეს ჩვენს მეტოქეს უდიდესი მოტივაცია ექნება, ამიტომაც ის განწყობა, რომელიც ფეხბურთელებში შეიძლება იყოს, უნდა დავამარცხოთ და ამ შეხვედრას ძალზედ მობილიზებულნი შევხვდეთ. წინა სეზონში მურსიაში ჩვენ ფრედ ვითამაშეთ. ”მადრიდის რეალს” მუდამ რთული შეხვედრები ქონდა ქვედა დივიზიონის წარმომადგენლებთან... ადვილი არ იქნება.

წინა სეზონში თქვენ თითქმის ყველა ძირითადის მოთამაშე გყავდათ გამოძახებული, ამჟამად ასე არ მოქცეულხართ....

მაშინ მსურდა წარსულის სათაშო შეცდომები არ გამემეორებინა. ”მადრიდის რეალმა” ”ალკორკონთან” 4:0 წააგო, ამიტომაც ეს უნდა აგვეცილებინა თავიდან. დღეს არ იქნება კოენტრაო, ხაბი, ბენზემა, დი მარია, მაგრამ ითამაშებენ კრიშტიანო, რამოსი, იგუაინი... ჩვენ საკმარისად ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რომ ამ შეხვედრას გავუმკლავდეთ. მე არ ვამბობ, რომ პირველივე შეხვედრაში გადავწყვეტთ 1/16 ფინალში გასვლის შანსს, მაგრამ მინდა, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობას ვფლობდეთ.

”კლასიკოს” შემდეგ ისე გამოჩნდა, რომ ეს იყო ქვეყნიერების აღსასრული...

ჩვენთვის არა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არც მოგება და არც წაგება თამაშში ვერ მოახერხებს ჩვენი წყობიდან გამოყვანას. სპორტსმენებმა მშვენივრად იციან, რომ მოგება უფრო ბედნიერს გხდის, ხოლო წაგება ნაკლებად ბედნიერს. სინამდვილეში, ჩვენი სიტუაცია სულაც არ შე4ცვლილა, საერთოდ. ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი მოგებით, შესანიშნავი სხვაობით გატანილ და გაშვებულ გოლს შორის ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი გვაქ. ლა ლიგაზე ისეთს ვერ ვხედავ, ვინც ჩვენზე წინაა. ჩვენ ერთი შეხვედრით ნაკლები გვაქ ჩატარებული, ხოლო გუნდებს სულ სამი მიზანი აქვთ: ”ბარსას” თანაბარი ქულის დაგროვება, ”ბარსას” გადასწრება ერთი ქულით, ”ბარსას” გადასწრება სამი ქულით. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ არაფერიც არ შეცვლილა.

როგორ მდგომარეობაშია გუნდი?

უმრავლესობა იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც შაბათს თამაშობდნენ, მე ჯერ არ მინახია, მათ ორდღიანი დამსახურებული შვებულება ქონდათ. გამარჯვებებს ყოველთვის მოყვება სიხარული, ხოლო მარცხს კი იმედგაცრუება. თუ მე ეხლა შემომთავაზებენ რომელიმე სხვა ევროპული გუნდის მწვრთნელობას, მე ჩემ ფეხბურთელებს არავისზე არ გავცვლიდი.

რა უთხარით მათ?

საუბარი სულ ხუთი წუთი გაგრძელდა. მე ავუხსენი დებიუტანტ ფეხბურთელებს როგორია ”რეალის” სათასო ისტორია. მათ ასევე შევახსენე, რომ თამაში ძალიან რთული იქნება.

შაჰინზე, ვარანზე და ალტინტოპზე, რომლებიც კლუბმა შეიძინა, რამდენად დიდი იქნება ზეწოლა?

არანაირად. ისინი იქნებიან ძირითადში. სამივეს უნდა ქონდეს სათამაშო დრო. როცა ვარანს ყოველდღიურად ვუყურებ, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ უახლოესი ათი წლის მანძილზე სწორედ ის იქნება ”რეალის” ძირითად შემადგენლობაში. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ბრწყინვალე ფეხბურთელი. მისი თამაშის ხედვა გაიძულებს მის ასაკს ყურადღება არ მიაქციო. სხვებს სირთულეები ქონდათ.

თქვენ უწინდებური მოტივაცია გაგაჩნიათ?

მას შემდეგ, რაც ჩემი სახელი ახსენეს ისეთი დიდი ადამიანის გვერდით, როგორიც არის მიგელ მუნიოსი და რომელსაც თავისი რეკორდი ქონდა ”თეთრების” შემადგენლობაში, ხოლო მე კი მისი მიღწევა გავიმეორე და წამდაუწუმ მესმის მიგელ მუნიოსი და ჟოზე მოურინიო-ორი რეკორდი ”მადრიდის რეალის” ისტორიაში, ამ ყველაფრის მერე განა შეიძლება მე მოტივაცია არ მქონდეს? კარგით რა....

როგორ მოქმედებს კრიშტიანო რონალდუზე , როცა უსტვენენ?

თუ ის მე მგავს, მაშინ თამაშის დროს მას წესით არ უნდა ესმოდეს სტვენა, ამის დრო უბრალოდ არ არის. მასზე, ისევე როგორც სხვებზე, წაგებამ თავისი გავლენა იქონია. განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ მარცის შემდეგ, უახლოესი 15 დღის მანძილზე ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი იქნებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ უნდა დაკარგო ემოციონალური ბალანსი, ამაში დიდი ტრაგედია არ დევს.

ადანი თასის ყველა შეხვედრაში იქნება?

ვერ გეტყვით წინასწარ ყველა შეხვედრაში მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას.

ამჩნევთ თუ არა გულშემატკივრებში განწყობის ცვლილებას?

არ ვხედავ, ეს არაა ჩემი საქმე. ჩემი საქმეა-გუნდის თამაშის გაუმჯობესება და გამარჯვებებისკენ სწრაფვა. ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობ, გუნდის ისტორიითა განპირობებული. ამდენი ტიტულის მფლობელი გუნდის გულშემატკივრებისთვის თითოეული წაგება დიდი პრობლემაა. ამაში ”დამნაშავე” კლუბის განუსაზღვრელი მასშტაბები და მისი მნიშვნელობაა.

რას ეტყვით გულშემატკივრებს?

რას ვეტყვი? ორ სიტყვას-ჩვენ ლიდერები ვართ.

რატომ ჩასვით კრიშტიანო თასის განაცხადში?

ის დაგვეხმარება მოვიგოთ მეტად რთული შეხვედრა.

თქვენ თვქით, რომ არაფერი შეცვლილა... გამოდის, რომ თქვენ კვლავ ითვლებით ფავორიტებად სამივე ტურნირზე?

არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წინ ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესონი ვიყავით. მალე შეისაძლებელია, რომ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერებიც გავხდეთ.

”კლასიკომ” არასრულფასოვნობის გრძნობა არ გაგიმძაფრათ?

არა. მათ იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც ჩვენ. შესაძლებელია, რომ მათ ნაკლები გაუხდეთ.

რჩება შეხვედრა ”სევილიასთან”...

დიახ, კიდევ ერთი ძალზედ რთული შეხვედრა. ჩვენ ეს ნოემბერი და დეკემბერი მძიმე შეხვედრები ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი-დავრჩეთ ლიდერები.


წყარო: as.com
dle 10.1

  • shvela
  • 13 დეკემბერი 2011
  • 3526
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)