გრანერო: "წელს ლა ლიგაზე დიდი კონკურენცია იქნება"

მადრიდის "რეალის" ნახევამრცველმა, ესტებან გრანერომ, "სევილიასთან" ჩატარებულ თამაშზე და საერთოდ ლა ლიგის სეზონზე ისაუბრა La Sexta/Deportes ეთერში.შეგახსენებთ, რომ "სანჩეს პისხუანზე" "პირატი" მეორე ნახევრის მიწურულს გამოჩნდა მოედანზე.ახალგაზრდა მოთამაშემ გუტი შეცვალა.


"მადრიდში დაბრუნება"
"ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი რეალის მაისურის მორგება იყო.როგორც ხედავთ, ეს ოცნება ამისრულდა და ახლა რაც შეიძლება კარგად უნდა ვიასპარეზო.მე ჩემი შანსი მივიღე და ახლა ჩემზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებ."

"ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით სევილიას კონკურენტად"
ესტებანი აცხადებს, რომ სამეფო გუნდს თავისი კონკურენტების სიიდან არასოდეს ამოუშლია "ანდალუსიური" კლუბი: "ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით მათ კონკურენტად.გუშინ სევილიელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ამასთანავე ჩვენ წარმატებულ სერიას დაღი დაუსვეს.მინდა გითხრათ, რომ არც "ბარსელონაა" დაზღვეული მარცხისაგან.კატალონიელებს ადრე თუ გვიან დაატყდებათ ასეთი კოშმარი.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს, ლა ლიგის მოსაპოვებლად ბევრი პრეტენდენტი იქნება."

"ჩვენ გვქონდა შანსი სანჩეს პისხუანზე"
გრანეროს აზრით, ორივი გოლი შეცდომების წყალობით გავიდა.მისი თქმით, ისეთი გუნდი, როგორიც "სევილიაა" არავის პატიობს შეცდომებს: "ანდალუსიელები საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად გამოიყურებიან.ვფიქრობ, რომ თამაშის გადარჩენის შანსი გქვონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.მეტოქემ დამსახურებული მოგება ჩაიწერა."

"ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და ტენერიფესთან მომხდარი ფაქტი"
"ჩვენ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი ირიცხება და ამიტომაც სასტარტოში გარანტირებული ადგილი არავის აქვს.მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს და ვინ არა."
"ელ პირატი" ასევე შეეხო "ტენერიფესთან" მომხდარ ფაქტს (შეგახსენებთ, რომ როდესაც მწვრთნელმა ის "ტერენრიფესთან" შეცვალა, ესტებანი ძალზედ გაბრაზებული გავიდა გასახდელში): "მე როდესაც შემცვალეს, გავედი გასახდელში, სადაც რამოსთან და გაგოსთან ერთად ვადევნებდი თვალყურს შეხვედრას.როდესაც მატჩი მორჩა, ავედი მოედანზე და თანაგუნდელებს მივესალმე, ამის შემდეგ კი წავედი."

"მეგობრები"
მადრიდელმა თავის ორ მეგობარზე, პედრიტოზე და მატაზე ისაუბრა ინტერვიუს ბოლოს: "პედრიტო ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, როდესაც მოედანზე გამოდის.ამიტომაც არის რომ გვარდიოლას ის შემოჰყავს მოედანზე.რაც შეეხება მატას, მე და ხუანი კასტილიის პერიოდიდან ერთად მოვდივართ.ის შესანიშნავი ადამიანია და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)