2011 წლის "კლასიკოები"

ახლოვდება 2012 წელი და შესაბამისად, სრულდება საკმაოდ საინტერესო 2011 წელი. ეს წელი საფეხბურთო სამყაროსთვის ნამდვილად განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო. ვიხილეთ ბევრი სენსაცია, ბევრი იმედგაცრუება, ბევრი სიხარული, ბევრი მწუხარება, თუმცა რა უნდა იყოს "ელ კლასიკოზე" სანახაობრივი. მიმდინარე წელს გაიმართა 7 "ელ კლასიკო", სადაც მხოლოდ ერთხელ იმარჯვა მადრიდის "რეალმა", ხოლო დანარჩენი მატჩები ყაიმით ან კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა. ამ სტატიაში, მე შემოგთავაზებთ "რეალისა" და "ბარსელონის" 2011 წლის დაპირისპირებების მცირე მიმოხილვას, შედეგს, განაჩენი კი თქვენთვითონ გამოიტანეთ.


2011 წლის "კლასიკოები"


რა შეიძლება ითქვას ამ "კლასიკოზე"? ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს მატჩი ჩვეულებირვისგან არაფრით გამოირჩეოდა. არც სანახაობით, არც გატანილი გოლებით, არც ემოციებით. გავიდა ორი ბურთი, რომლებიც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდეს. გატანილი გოლები ნამდვილად ასახავს ამ შეხვედრის შინაარს, თუმცა ხიფათი 90 წუთის მანძილზე ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, მაგრამ საბოლოო შედეგი 1–1 დაფიქსირდა.

2011 წლის "კლასიკოები"


"კოპა დელ რეის" ფინალი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა. ცხადია, ორივე გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. პირველ ტაიმში მადრიდელებმა უნაკლოდ წარმოაჩინეს თავი, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს, ამის გაკეთება მეორე ტაიმში ვერც კატალონიის "ბარსელონამ" შესძლო, რომელიც ძალიან აქტიური იყო. მიიწურა 90 წუთი და დაინიშნა ექსტრა–ტაიმები. "სამეფო" კლუბის ერთ–ერთ შეტევას მოჰყვა გატანილი გოლი და მოპოვებული ტიტული, რასაც "თეთრები" რონალდუს ოსტატობას უნდა უმადლოდნენ. "რეალი" დედაქალაქში გამარჯვებული და ამაყი დაბრუნდა, თუმცა მათთვის ეს გამაჯრვება "კლასიკოში" 2011 წელს ერთადერთი აღმოჩნდა.

2011 წლის "კლასიკოები"


ალბათ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს ლიგის 1/2 ფინალისადმი ინტერესი, მოლოდინი და იმედი, თუ რაოდენ დიდი იყო. მადრიდის "რეალი" როგორც ყოველთვის, პირველ ტაიმში აქტიურობით გამოირჩეოდა. დაიწყო მეორე ტაიმიც, "ბერნაბეუც" უფრო ცოცხალი გახდა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან პეპე გააძევა უხეშობისთვის. ათ კაციანმა "ბლანკოსმა" ვეღარ შესძლო "ბლაუგნარას" შეტევების მოგერიება და 10 წუთის ინტერვალში 2 მეტად ფასეული გოლი გაუშვა. ორივე ბურთის ავტორი ლეო მესი გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალე რეიდის ხარჯზე გააჩუმა მადრიდული პუბლიკა. შესაბამისად, 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0–2 დასრულდა.

2011 წლის "კლასიკოები"


"ბარსელონა" საკუთარ არენაზე დიდი უპირატესობით წარსდგა. "ბერნაბეუზე" ორ ბურთიანი სხვაობით გამარჯვების შემდეგ, იმის იმედი აღარ იყო, რომ "ლოს ბლანკოსი" მოახერხებდა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასვლას, რისთვისაც მინიმუმ 2 ბურთი უნდა გაეტანა ჟოზე მოურინიოს გუნდს. იმედები გამართლდა, რასაც ხელი კვლავ შეხვედრის რეფერმა შეუწყო. მეორე ტაიმში რონალდუმ გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. გაცხარებულ "მერენგებს" კი აღარ შეესწევდათ იმის ძალა, რომ შეეჩერებინათ "კულეთა" მრავალმხრივი თამაში. გოლი 55 წუთზე პედრომ გაიტანა, ხოლო დაახლოებით 12 წუთში წონასწორობა მარსელომ აღადგინა. შეხვედრის ანგარიში აღარ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით წინ "ლურჯ–წითლები" გავიდნენ.

2011 წლის "კლასიკოები"


როგორც მოგეხსენებათ, "ლა ლიგისა" და "კოპა დელ რეის" გამარჯვებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან, რასაც "სუპერ თასის" ფინალს უწოდებენ. სწორედ ამ ამპლუაში იყვნენ "რეალისა" და "ბარსელონის" მოთამაშეები. პირველი შეხვედრა "ბერნაბეუზე" გაიმართა, რომელიც ბოლო მატჩებისგან განსხვავებით საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი იყო. მატჩის შედეგი 2–2 დაფიქსირდა, მაგრამ ორივე გუნდს შეეძლო კიდევ გაეზარდათ ანგარიში. მიუხედავად კარგი თამაშისა, ეს შედეგი ხელს მაინც გვარდიოლას აძლევდა. ყველა მათგანი კი განმეორებითი მატჩის მოლოდინში იყო.

2011 წლის "კლასიკოები"


და დადგა სანატელი დროც, "ნოუ კამპი" სუპერ თასის განმეორებით შეხვედრას მასპინძლობს, სადაც გამარჯვებული კვლავ "ბარსელონა" გამოვიდა. მატჩი ძალიან დაძაბული, ემოციური, სანახაობრივი და უხვგოლიანი იყო. "სამეფო" კლუბს შეეძლო ტიტულის მოპოვება, თუმცა უწინდებურად იღბალი მათ მხარეს არ იყო. პეპ გვარდიოლამ კი თავის შეგირდებთან ერთად მორიგი გამარჯვება და მორიგი ტიტული იზეიმა.

2011 წლის "კლასიკოები"


ეს მატჩი ორი დღის წინ, მადრიდში გაიმართა. როგორც ყველა მატჩის წინ, აქაც დიდი იმედი, ინტერესი და მოლოდინი სუფევდა. ეჭვი იმაში არავის არ ეპარება, რომ წლევანდელი მადრიდის "რეალი" გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინანდელი. დაიწყო შეხვედრა და პირველსავე წუთზე ბენზემამ ანგარიში გახსნა და დააწინაურა მისი გუნდი. ჩვენთვის სამწუხაროდ, ხოლო კატალონიელთათვის საბედნიეროდ ეს მადრიდელთაგან ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. "ბარსელონამ" კი ჩვენი კარები სამჯერ დალაშქრა, რაშიც მას იღბალი უწყობდა ხელს. კრიშტიანუ რონალდუმ აშკარად ჩააგდო ეს შეხვედრა და ვერ გამოიყენა 100%–იანი შანსები, რომელიც ძალიან იშვიათად ეძლევა ფეხბურთელს. საბოლოოდ, ისევ სეპარატისტებად წოდებულებმა იმარჯვეს და კვლავ დაადუმეს "ბერნაბეუ".

ცხადია, 2011 წლის "კლასიკოების" გათვალისწინებით, "ბარსელონა" გაცილებით ძლიერი და იღბლიანი გუნდია, რომლის იღბალს "იუნისეფი", "უეფა", "ფედერაცია" ან სხვა რამ განაპირობებს. ფაქტია, რომ ბოლო მატჩების მიხედვით, "სამეფო" კლუბს ნამდვილად შესწევს "ბლაუგნარას" დამარცხების ძალა. მოდის 2012 წელი და მასთან ერთად მოდის უდიდესი შემართება, პოტენციალი, ენთუზიასმი და იმედი. ყველა ჭეშმარიტი "მადრიდისტას" სახელით ვამბობ, რომ სეზონი სწორედ ეხლა იწყება და სწორედ ეხლა სჭირდება ჩვენს საყვარელ გუნდს გვერდში დგომა, გამხნევება და მხარდაჭერა. წინ გამარჯვებისკენ, ჰალა მადრიდ!!! dle 10.1

  • tata
  • 12 დეკემბერი 2011
  • 4213
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)