კასილასის და მარსელოს კომენტარები

ბარსელონელებთან მარცხის შემდეგ სამეფო კლუბის კაპიტანმა, იკერ კასილასმა და მარცხენა მცველმა, მარსელო ვიეირამ კომენტარები გააკეთეს...


კასილასი

"საერთო ჯამში გუნდის თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, პირველ ნახევარში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მეორე ტაიმში სრულიად მოულოდნელად გოლი გავუშვით, დასანანი მომენტი იყო, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება. ლა ლიგაში კიდევ ბევრი მატჩია გასამართი, ასე რომ მოდუნების უფლება და საშუალება ნამდვილად არ გვაქვს."

"მარცხი მართლაც ძალიან დასანანია, განვიცდი ასეთ შედეგს, მაგრამ აუცილებლად უნდა გადავერთოთ მომდევნო მატჩებზე. 1-3 დავმარცხდით, მათთვის თამაში უფრო იოლი იყო, რადგან წინ იყვნენ, ჩვენ კი დაძაბულობამ საერთოდ მოგვშალა."

"წინ სამეფო თასის შეხვედრაა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, შემდეგ კი სევილია გვეყოლება დასამარცხებელი, რომელსაც შესანიშნავ კოლექტივი ჰყავს და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ."

მარსელო

"რთული მატჩი, რომ გველოდა ეს ყველამ იცოდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ არაპროგნოზირებულმა მეორე გოლმა ბევრი რამ შეცვალა. ახლა სამეფო თასზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი ანდალუსიის სევილია დავამარცხოთ და ლა ლიგის სათავეში მოვექცეთ." dle 10.1

  • Hala
  • 11 დეკემბერი 2011
  • 5681
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)