3+ ცხენიანი დოღი

დოღზე მე არასდროს ვყოფილვარ და სიმართლე გითხრათ დიდად არც არასდროს დავინტერესებულვარ სპორტის ამ სახეობით. ბერვი თქვენგანი იტყვის რა შუაშია „მადრიდის რეალი“ და დოღი ერთმანეთთან , ისევე როგორც ბევრს გაუკვირდება სათაურის შეუსაბამობა ფეხბურთის ცნებასთან. მაგრამ მარტო ერთი შეხედვით ნუ გამოიტანთ მაღალფარდოვან დასკვნებს და გირჩევთ ჯერ კარგად გადაიკითხოთ მაინც ეს სტატია და მერე თქვენი აზრებიც აფრქვიეთ რამდენიც გინდათ. ეს ხუმრობით, ეხლა კიდევ დავიწყოთ.


როგორც ვიცით, ამ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერებისა და წინა წელს მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე , ლა ლიგის ფავორიტად ყველა ექსპერტი , თუ „ექსპერტი“ „მადრიდის რეალსა“ და „ბარსელონას“ თვლიდა. „არ მჯერა წინასწარმეტყველების“– გაიძახოდა ზოგიერთი საფეხბურთო სპეციალისტი , თუ ფებხურთის მოყვარული და როგორც ბოლო ამბებმა გვიჩვენეს, სწორედ ისინი ყოფილან მართალნი.


3+ ცხენიანი დოღი


რაშია საქმე? იმაშია , ჩემო კარგებო, რომ ვინც გუშინ უყურა „მადრიდის რეალსა“ და „სევილიას“ შორის თამაშს, ის ადვილად მიხვდებოდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არანაირი წინასწარგანჭვრეტა მოვლენებისა ფეხბურთში არ შეიძლება. არ შეიძლება დამშვიდებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს ისეთი სახელი არ აქვს, როგორც შენ–სხვათაშორის ეს დიდი სისუსტის გამოხატულებაა და მეტი არაფერი. როცა გუშინდელ სტატიებზე დაწერილ კომენტარებს ვკითხულობდი, ხშირად მხვდებოდა ასეთი სიტყვები: „გავანადგურებთ“, „გადავუვლით“, „ესა და ეს ფეხბურთელი ამდენ გოლს გაიტანს“ და ა.შ.(სხვათაშორის მეც მეკუთვნის რამდენიმე ასეთი კომენტარი). ბოლოს რა მივიღეთ? მხოლოდ ერთი რამ–ვერ „გადავუარეთ“–პირიქით „გადაგვიარეს“, ვერც გავანადგურეთ“–პირიქით „გაგვანადგურეს“, ვერც ჩვენ მიერ დასახელებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლი, უფრო მეტი– გოლი ისეთმა ფეხბურთელმა გაიტანა, ვისგანაც ამას არ ელოდნენ–პეპე მყავს მხედველობაში. აქედან რისი თქმა შეიძლება? მხოლოდ ერთის–წინასწარ ნურაფერს ნუ იტყვი, ნუ იქნები დარწმუნებული რამეში, მანამ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ და არ შეიგრძნობ, მითუმეტეს ფეხბურთში–აქ ვერ იქნები თვით გამარჯვებაშიც დარწმუნებული მანამ , სანამ მსაჯის საფინალო სასტვენის ხმას არ გაიგებ, მანამ, სანამ მოწინააღმდეგე გუნდის/კლუბის ფეხბურთელი არ მოვა და არ გთხოვს:–“მაისური ხომ არ გაგვეცვალათქო“. ვერ იქნები დარწმუნებული მანამ, სანამ ტაბლოზე საკუთარი თვალით არ ნახავ სასურველ შედეგს. რატომ?... პასუხს ქვემოთ გაგცემთ...


3+ ცხენიანი დოღი

იმათ გასაგონად, ვინც ლა ლიგას ადარებდა დოღს, რომელშიც მხოლოდ ორი ცხენი იღებდა მონაწილეობას, „სევილიამ“ თქვენ დაგიმტკიცათ გუშინდელი თამაშით, რომ ეს ასე არაა და რომ თქვენ რბილად რომ ვთქვათ „აშკარად ცდებით“. ანდალუზიელებმა აჩვენეს, რომ ლა ლიგის ორ ცხენიანი დოღისთვის შედარება დიდი სისულელეა, ხოლო ისინი ვინც ასე ფიქრობენ , თავად არიან დოღში მონაწილე „სულელი ცხენები“.ხიმენესმა და მისმა შეგირდებმა თქვენ მეგობრებო ხმამაღლა გითხრეს: „დაივიწყეთ ორცხენიანი დოღი, დაივიწყეთ ლა ლიგის აშკარა ფავორიტები, დაივიწყეთ, რომ მარტო კატალონიელებსა და მადრიდელებს შეუძლიათ ტიტულისთვის ბრძოლა, დაივიწყეთ ის, რასაც თქვენ „კანონზომიერად“ თვლიდით. გირჩევთ დაივიწყოთ, თორემ ბევრ „არაკანონზომიერებას“ ნახავთ შემდეგ ტურებშიც.“ ეს იყო ის გზავნილი, რომელიც გუშინდელი თამაშის შემდეგ, როგორც კლუბმა , ასევე მისმა გულშემატკივრებმა მთელ საფეხბურთო სამყაროს გაუგზავნეს. გზავნილი, რომლის ადრესატიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით.

3+ ცხენიანი დოღი

ზემოთხსენებული გზავნილის შინაარსი ისეთივე აშკარა და ნამდვილი იყო, როგორც ის ფაქტი, რომ ერთ–ერთი , ვინც გუშინ ცხენის, ოღონდ ჯიშიანის კი არა, სულელის, როლში მოგვევლინა იყო „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელი მარსელო, რომელიც ისე აბურთავა ხესუს ნავასმა და სხვა „სევილიელმა“ ფეხბურთელებმა, რომ ალბათ თამაშის შემდეგ გასახდელში რეტდასხმული ჩავიდოდა არა თამაშისგან, არამედ გზააბნეული ცხენივით „აქეთ–იქით“ სირბილისგან. მარსელო „გზააბნეული ცხენივით“ თამაშობდა, რასაც ვერ ვიტყვით ფრანგ კარიმ ბენზემაზე. ის საერთოდ ვინ იყო, ან რა იყო დღემდე იმ ორუცნობიანი განტოლებივითაა , რომლის ამოხსნაც დიდ დროს წაიღებს და ბოლოში კი მაინც პასუხს ისეთს ვერ იღებ, როგორიც გინდა ან რომელიც დაგაკმაყოფილებდა. გუტი?... ჰმმმ... მისი როლი? მისი თამში რა იყო?ეს იყო სცენარის მიხედვით ამა თუ იმ მსახიობისთვის მიცემული როლი, რომლის შესრულებაც მსახიობს შეუძლია, მაგრამ არა ამ კონკრეტულ მომენტში... რაული?... ის იმ ე.წ. თამადასავით იყო, რომელსაც სუფრა აერევა და არ იცის რა ქნას...

3+ ცხენიანი დოღი

ალონსო? ბავშვი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია მარტო ჭამა შეუძლია თუ არა...

3+ ცხენიანი დოღი

კაკა? არაფერს ვიტყვი... უბრალოდ უსინათლო, რომელიც სულელი ძაღლის იმედად თუ იქნება...

3+ ცხენიანი დოღი

კასილასი? მამა, რომელიც შვილისთვის ნასროლ ტყვიას მკერდს მიუშვერს, ვაჟკაცი, რომელიც სამშობლოსთვის უკანასკნელ სისხლს იღებს და უბრალოდ კასილასი, გოლკიპერი, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ გოლკპერი... უბრალოდ SainT Iker-ი (შეგნებულად არ ვწერ ამ სიტყვი ქართულ თარგმანს)...


3+ ცხენიანი დოღი


ბევრი ეხლა იტყვის ჩემზე , ეს მართლა „მადრიდის რეალის“ გულშემატკივარია? თუ თავს გვაჩვენებსო? მართლა ვგულშემატკივრობ ბლანკოსებს და ყველა იმ გულშემატკივარს ვცემ უდიდეს პატივს, ვინც მანუელ პელეგრინივით ფიქრობს, რა შუაშია პელეგრინი? აბა გაიხსენეთ, ვინ მეტყვის/დამისახელებს მის თუნდაც ერთ სიტყვას ისე ნათქვამს, სადაც გამოჩნდებოდა , რომ კლუბი ლა ლიგის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია?... ვერ მეტყვით... მიზეზი?.. უბრალოდ ასეთი რამ მას არასდროს არ უთქვამს... არ უთქვამს , იმიტომ რომ იგი ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით „რეალურად“ აზროვნებს და არა „არარეალურად“. ის, რასაც ეს კაცი სისულელეს ეძახდა, სისულელე აღმოჩნდა, ხოლო ის, რაც ჩვენ ამ კაცისგან განსხვავებით არაბუნებრივი/არანორმალური გვეგონა, სავსებით ნორმალური და ბუნებრივი რამ გამოდგა. მისი თითოეული ნათქვამის „რეალურობა“ დაამტკიცა გუშინ „სევილიას“ თამაშმა. დიახ, იმ „სევილიასი“ , რომელზედაც ჩვენ ვიძახდით „გავაცამტვერებთ“, „ქვას–ქვაზე არ დავტოვებთ“ და ა.შ. შედეგი სახეზეა, თეთრებს და ანდალუიზელებს თანაბარი ქულები აქვთ.


3+ ცხენიანი დოღი

გუშინდელი თამაშის შემდეგ ნებისმიერი ფეხბურთის სპეციალისტისთვის (არა ისეთებისთვის, როგორიც ჩვენდა სამწუხაროდ და სასიხარულოდ გადატანითი მნიშვნელობით, მრავლად არიან საქართველოში, რის გამოც „კარგ“ შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ფეხბურთში) რომ გეკითხათ, ვინაა ესპანეთის საუკეთესო მარჯვენა ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელი, ყველა მათგანი თითს ხესუს ნავასისკენ გაიშვერდა. ამას დაუმატეთ „სევილიას“ მარცხენა ფლანგებზე მოთამაშე ჯერ პეროტი და შემდეგ კაპელი, რომლებიც ისე იყენებდნენ მადრიდელთა მხრიდან შექმნილ სივრცეებს და ისე ხშირად იყვნენ მეტოქის ნახევარზე, გეგონებოდათ მიწის ეს ნახევარი მათ მთელი 90 წუთით ქონდათ ნაყიდი(ნაყიდი სხვანაირად არ გაიგოთ, არაფერი ასეთი არ გამიფიქრია) და მიხვდებით, რომ თუ არ გინდათ ანდალუიზელთა მხრიდან კიდევ ერთხელ იგემოთ მარცხი, მაშინ თქვენი მცველები და ნახევარმცველები თვალდახუჭულად უნდა უგებდნენ ერთმანეთს, არის ასეთი სიტუაცია „მადრიდის რეალში“?– პასუხი თქვენზე იყოს.


3+ ცხენიანი დოღი

მართალია, ბევრი იტყვის რომ „სევილიას“ თამაში დანი ალვეშის ყოფნისას, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ანდალუიზური კლუბი კვლავ იმ თამაშს უჩვენებს, რომელსაც წლების განმავლობაში ხვეწდა და აძლიერებდა. მაქსიმალურად გამოიყენოს კონტრშეტევების შესაძლებლობა, მოახდინოს ეს მაქსიმალურად ჩქარა და რაც მთავარია, სივრცეები მაქსიმალური დოზით და მაქსიმალურად ზუსტად გამოიყენოს. როგორც ხედავთ, კლუბის თამაშის აღწერისას ბევრჯერ ვიხმარეთ სიტყვა „მაქსიმალურად“, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სიძლიერეზე და „ექსპერტთა“ (ულ)(ლური)ვილიაზე აზრის სიმცდარეზე.


3+ ცხენიანი დოღი


ნავასმა გუშინ თამაში შესანიშნავი თავური დარტყმით გატანილი გოლით აღნიშნა. მარცხენა მხრიდან ჩაწოდებულ მაღალ ბურთს ის თავით მიწვდა და მოათავსა „სევილიას“ მეტოქის კარში. თამაშის მეორე ნახევარში „მადრიდის რეალი“ ცოტათი უფრო კარგად ათამაშდა, მაგრამ თამაშიდანვე გამოჩნდა, რომ მათ რონალდუს ძალა ძალიან აკლდათ. მათ აკლდათ ძალა, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ მეტოქის ნახევარმცველებიდან დაწყებული, მცველებით და მეკარით დამთავრებული აწიოკებისკენ. ესაა ძალა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძლიერებაზეა დაყდნობილი, ის ოკუპანტია, რომელსაც არ აინტერესებს ფეხბურთელთა ადამიანური უფლებები და საფეხბურთო სამართლის ნორმები. ესაა ძალა, რომელიც აკეთებს იმას, რაც მას სურს და რაც კონკრეტულ სიტუაციას ჭირდება. ესაა დამპყრობელი ძალა, რომელიც მის წინ ყველა წინააღმდეგობას უბრალოდ უმაღლესი სისასტიკით უსწორდება. ესაა ძალა, რომელიც აღმართს ხნავს. მაგრამ სწორედ ესაა ის ძალა, რომელიც გუშინ ბლანკოსებს აკლდათ. მართალია, მეორე ნახევარში არც ისე დიდი ხანია იყო გასული, რომ პეპემ გოლი გაიტანა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი „სევილიას“ გასატეხად. კლუბი უწინდებურად განაგრძობდა ქალაქელთა შევიწროებას, რამაც თავისი შედეგი 66–ე წუთზე გამოიღო, როცა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ , მარტოდ დარჩენილმა რენატომ აუღელვებლად აიღო ბლანკოსთა კარი. „რეალი“ ცდილობდა, მაგრამ ყოველთვის როდი მართლდება ცდა და ფასდება ცდაში ჩადებული შრომა, მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამეფო კლუბს თავი დიდად არც გამოუდია მოსაგებად.


წინ ერთი კვირაა– შვიდი დღე, რომლის განმავლობაში საუბარი ბლანკოსების პირველ მარცხზე არ შეწყდება. ბევრი იტყვის, რომ ეს რონალდუს არყოფნის შედეგია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუშინ თამაშობდა მხოლოდ და მხოლოდ „სევილია“ და ეს დღე მხოლოდ მისი იყო.


მე დასაწყისში დავსვი რატომ არ ღირს წინასწარ ფეხბურთში რამის თქმა თქო... და ასევე აღვნიშნე , რომ ქვევით გაგცემდით პასუხს... მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი, პასუხიც ვინც დაკვირვებით წაიკითხავს ნათქვამია... ეხლა კი ჯერი თქვენზეა... ამის შემდეგ, კიდევ იტყვით, რომ მხოლოდ "მადრიდის რეალს" ძალუძს ლა ლიგის თასის მოგება? ...
dle 10.1

  • shvela
  • 5 ოქტომბერი 2009
  • 4212
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)