რეკორდები, რეკორდები, რეკორდები....

"აიაქსთან" შეხხვედრაში მადრიდის "რეალმა" რამდენიმე რეკორდი დაამყარა...


ორიოდე დღის წინ მადრიდის "რეალმა" კალეხონის დუბლითა და იგუაინის ერთი გოლით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ამსტერდამის "აიაქსი" დაამარცხა 3-0. ამ შედეგით ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დამყარდა, საუბარია როგორც კლუბის, ასევე ლიგის რეკორდებზე. ამ გამარჯვებით "ბლანკოსმა" ქულათა მაქსიმუმი - 18 დააგროვა. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ოთხ გუნდს ჰქონდა: "მილანს"(1992-1993), "პსჟ"-ს (1994-1995), მოსკოვის "სპარტაკს" (1995-1996) და "ბარსელონას" (2002-2003). მაგრამ,ჟოზე მოურინიოს გუნდი მათ შორის პირველ ადგილს იკავებს, რამეთუ "მერენგთა" ბურთების სხვაობა +17 გახლავთ.

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები....

* გამარჯვებაზე 2 ქულა.

გადავიდეთ პიარადად კლუბის რეკორდებზე, "რეალმა" ჯგუფურ ეტაპზე 19 გოლის გატანა მოახერხა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში. 1998-1999 წლების სეზონში "ბლანკოსმა" 17 გოლის გატანა მოახერხა. 15 ბურთის შეგდება გუნდმა კი 7-ჯერ შეძლო. აქვე ერთი ერთგვარი ტრადიციაც, როცა "რეალს" 14 გოლი გაჰქონდა, ჯგუფურ ეტაპს სულ მეორე პოზიციაზე ასრულებდა.

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები....


მომდევნო რეკორდის არსი შემდეგში მდგომარეობს: "ბლანკოსმა" მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლი გაუშვა. აქვე შეგახსენებთ, რომ "რეალს" იგივე შედეგი ქონდა წინა სეზონშიც, მაშინ იკერმა "სან სიროზე" ინძაგისგან მიიღო ორი ბურთი საკუთარ კარში, წელს კი ზაგრების "დინამომ" "ბერნაბეუზე" აგრეთვე ორი გოლის გატანა მოახერხა. დანარჩენი შეხვედრებში "სან იკერმა" და მისმა დუბლიორებმა კარი მშრალად შეინახეს.

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები....


რაც შეეხება ბოლო რეკორდს, მადრიდის "რეალი" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე საუკეთესო იყო ბურთების გატანისა და მიღების მხრივ, ანუ "მერენგებმა" 19 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 მიიღეს საკუთარ კარში, შესაბამისად ბურთების შეფარდება +17-ია. დანარჩენი გუნდების შედეგები იხილეთ ცხრილში...

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები....
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)