სიმშვიდის 8 მიზეზი

გადავწყვიტე დამეწერა სტატია, რათა მეჩვენებინა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და რომ პირველი მარცხი არ უნდა იქცეს სასოწარკვეთილების და პანიკის საბაბად.


რეალის პირველ მარცხს ესპანეთის ჩემპიონატში დიდი რაოდენობით კრიტიკა და კამათი მოჰყვა. ჩემი აზრით ეს კრიტიკა ცოტა არ იყოს გადამეტებულია. აი სიმშვიდის 8 მიზეზი:

1) უხერხული მეტოქე
სევილიაში ბოლო 5 ჩატარებული მატჩიდან რეალმა მხოლოდ 1 მოიგო, ყველა დანარჩენი მატჩი სევილიას სასარგებლოდ დასრულდა.
2) ახალი გუნდი
ზაფხულში გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია.
3) როტაცია
პელეგრინი თითქმის ყოველ მატჩში ცვლის რაიმეს. შეუძებელია ყველა ცვლილებამ გაამართლოს, მოსალოდნელი იყო, რომ ერთერთი ტაქტიკა არ გაამართლებდა.
4) წლევანდელი სევილია
სევილია შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო თამაშებში პროგრესი აშკარაა, გუნდმა უეფას თასზე რეინჯერსი 1:4 გაანადგურა.
5) სევილიის გუნდური თამაში
რეალის ყველაზე დიდი მინუსი ( შეთამაშებულობა) სევილიის ერთერთი მთავარი პლიუსია. ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი თამაშის წაგებისა სწორედ ეს იყო.
6) მხოლოდ ერთი მარცხი
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდის მხოლოდ და მხოლოდ პირველი მატჩი იყო, მხოლოდ ამ მატჩით რეალის ძალის განსაზღვრა არ შეიძლება.
7) ფავორიტის სტატუსი
რეალის თამაშებს მუდმივად თან სდევს ემოციური ფონი, ამ თამაშში ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა, რადგან დაწყებიდანვე იგრძნობოდა დაძაბული ატმოსფერო (გუტის ინციდენტი, ტრიბუნების აგრესიულობა).
8) ჩვენ მადრიდის რეალს ვგულშემატკივრობთ...
ჩვენ ვსაუბრობთ მადრიდის რეალზე და არა რომელიმე რიგით გუნდზე. ჩემი აზრით ეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი კლუბია, რომელსაც არაერთხელ შემოუტრიალებია ჩემპიონატების ბედი, რომ არაფერი ვთქვათ ცალკეულ თამაშებზე.
დარწმუნებული ვარ სეზონი ისე დასრულდება როგორც სურათზეა.


P.S იმედია თქვენც დაამატებთ და განვავრცობთ სიას. dle 10.1

  • Tsintsa
  • 5 ოქტომბერი 2009
  • 2866
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)