პელეგრინის მორიგი "თავსატეხი"

ფლორენტინო პერესმა დიდი ინვესტიცია განახორციელა ამ ზაფხულს.მან შეიძინა მსოფლიო დონის ფეხბურთელები და საგრძნობლად გააძლიერა გუნდის რესურსები, თუმცა "დონ" პერესის "ჯიბიდან", გუნდის მარცხენა დაცვის ფრთას მაინც არაფერი ერგო.


უკვე ყოველ თამაშში ნათელი ხდება, რომ ფრთა, რომელიც ადრე რობერტო კარლოსის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ახლა "უპატრონოდაა."ფაქტიურად აღნიშნული პრობლემა ბრაზილიელი ლეგენდის წასვლის შემდეგ აქტუალურია, თუმცა "სევილიასთან" განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ეს პრობლემა.

იმედია დადგება დრო, როდესაც აღნიშნულ პოზიციას ჩაიაბარებს დაცვის სტილის ფეხბურთელი და არა შეტევის, როგორებიც არიან მარსელო და დრენტე.არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ამ ჩავარდნის აღმოფხვრა, იმის ანალოგი იქნება, რაც "რეალმა" მაკელელეს წასვლის შემდეგ, საყრდენის პოზიციაზე განიცადა.კონრეტულად ვგულისხმობ იმ ბევრ წელს, რომელიც მაკელელედან ლასანა დიარამდე განვლო.

ბევრი დაიწყებს დავას, რომ მარსელოს შემცვლელად დრენტე მოვიაზროთო, თუმცა ამ ლოგიკით "სოფელს ნაღდად ვერ ავაშენებთ."კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, ბრაზილიელი, 21 წლის "მცველის" გუშინდელი ასპარეზობა.ის ყველა კომპონენტში დაჩაგრულ იქნა.მას არც თავდასხმა გამოდიოდა და არც შეტევა.ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის, რომ მარსელოს თავდაცვა არ გამოდის, მაგრამ არ შეიძლება ამას ყურადღება არ მიექცეს მას შემდეგ, რაც ხესუს ნავასმა მოედანზე მრავალგზის აპამპულავა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობის) "რეალის" მოთამაშე.კასილასის კარში გატანილი პირველი გოლიც მარსელოს სინდისზეა.უბრალოდ ამ ეპიზოდის შემდეგ, როგორ შეიძლება ის მოვიაზროთ, როგორც მცველი?!

ზემოთ დრენტე ვახსენე და ახლა მინდა მასზეც ორიოდე სიტყვა ვთქვა.ჰოლანდიელს ნამდვილარ არ ატყუებს სისწრაფე, ის ძალზედ სწრაფია, როგორც მარსელო, მაგრამ ისევე უძლურია დაცვაში, როგორც მარსელო.მან წელს ორი მატჩში მიიღო მონაწილეობა (ლიგაზე "ციურიხთან" და ლა ლიგაზე "ტენერიფესთან").შვეიცარიელების წინააღმდეგ მას დიდი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ პრიმერაში გამართულ მატჩში, მან ვერ შეასრულა დავალება სრულფასოვანად.მისი მონაგარი ამ ორი მატჩიდან არის, მეტოქისთვის მიყენებული ტრამვა.მოკლედ, თავი არ შევიწყინოთ როისტონზე საუბრით და ის თავიდანვე გამოვრიცხოთ მარსელოს შემცვლელად.

არსებობს სხვა ალტერნატივა?
ეს კითხვა ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნეს გაუჩნდებოდა, სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ.სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ "რეალს" ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი არა ჰყავს, თუმცა პელეგრინი თუ მიმართავს რაიმე ექსპერიმენტს, მაშინ ალტერნატივათ შეგვიძლია არბელოა ან მეცელდერი ჩავთვალოთ.ყოფილ "მერსესაიდელს" ამ ფრთაზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, ხოლოდ კრისტოფს "ბორუსიაში" ყოფნისას, არა ერთხელ უთამაშია აღნიშნულ პოზიციაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მან დაკისრებული მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა.

ამ თვალსაზრისით, "რეალი" ცუდ მდგომარეობაშია.რასაკვირველია, ადრე იყვნენ ჰაინცე და ტორესი ამ პოზიციაზე თამაშის პრეტენდენტები, თუმცა მათ იმედზე ყოფნაც უადგილო იქნებოდა.

ალბათ, კარგი იქნებოდა თუ პერესი თავიდანვე იზრუნებდა ამ საკითხზე.ახლა სამეფო გუნდს მაქსიმუმ ზაფხულამდე და მინიმუმ ზამთრამდე მოუწევს ე.წ. მცველების, მარსელოსა და დრენტეს, იმედზე ყოფნა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)