ბიჭი საფრანგეთიდან, რომელიც ცდილობს მწვერვალები დაიპყროს.

ვარანეს ”რეალში” გადასვლას მხარს აქტიურად უჭერდა ზინედინ ზიდანი. მანამდე რამოდენიმე თვე, ახალგაზრდა ფეხბურთელს ”მანჩესტერ იუნაიტედი” დასდევდა, მის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა დაარწმუნა ფლორენტინო პერესი და ჟოზე მოურინიო, რომ ვარანე , მიუხედავად მისი გამოუცდელობისა, ნამდვილად ღირს იმ თანხად, რასაც მის სანაცვლოდ ითხოვდა ”ლანსი”, კონკრეტულად კი 10 მლნ. ევროდ.


ვარანე, მართლაც რომ ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ თუ მის გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, ის ამ მხრივ ძალზედ ახალბედაა. ამიტომაც ჩნდება კითხვები, შეძლებს კი ის მწვრევალებზე ასვლას? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მანდ რამოდენიმე საჩემპიონთა ლიგო თამაშში მიიღო მონაწილეობა, ჩნდება მორიგი კითხვა, ძალიან ადრე ხომ არ მოხვდა ეს ფეხბურთელი ტოპ-კლუბში?

საქმე იმაშია, რომ ”მადრიდის რეალში” უკვე საკმარისზე მეტი ფეხბურთელია დაცვის ცენტრალურ ხაზში: პეპე, კარვალიო, რამოსი და ალბიოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ვარანეს ძალიან ცოტა შანსი და სათამაშო დრო ექნება ძირითადში მოსახვედრად.

ვარანეს აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან გააოცა ”ლანსის” სამწვრთნელო შტაბი მისი ასაკისთვის შეუფერებელი თავდაჯერებული თამაშით. ის იზრდებოდა ახლგაზრდულ გუნდებში, თამაშობდა 19 წლამდელთა გუნდშიც კი, მაშინ როცა თანაგუნდელებზე 2 წლით უმცროსი იყო. ერთხელ ”ლანსის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა ვარანე აღწერა, როგორც ”მართლაც რომ პირველი კლასის ფეხბურთელი, რომელიც თავდაჯერებულად თამაშობს , როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.”

ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის მხრიდან ასეთმა დახასიათებამ დაარწმუნა პირველი გუნდის მწვრთნელი ჟანა-გი ვალემა მოეწვია ვარანე მთავარ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ. 2010 წლის ნოემბერში ახალგაზრდა ფრანგს მიეცა შანსი, მაშინ ტრავმის გამო ”ლანსს” პრობლემები ქონდა დაცვაში. ვარანის დებიუტი პირველ გუნდში ”მონპელიეს” წინააღმდეგ შედგა, მიუხედავად ამისა, მან თანაგუნდელებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა დამაჯერებელი თამაშის გამო. ის აგრძელებდა ზრდას, ხანდახან ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშობდა, რასაც შესანიშნავად ართმევდა თავს.

უკვე პირველ სეზონში ვარანემ დაამტკიცა, რომ მას აქვს ყველაფერი, რაც ამომავალი და იმედისმომცემი ფეხბურთელისთვის არის საჭირო. მეორე სართულზე კარგად თამაში უნარის, სიჩქარის, პოზიციის კარგად შერჩევისა და ასევე ბურთის შესანიშნავი ფლობის წყალობით, დაიწყეს მისი შედარება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან მარსელ დესაისთან.

ეს ყველაფერი ხსნის იმას, თუ რატომ გაჩარხა ”მადრიდის რეალმა” ეს ტრანსფერი, მაგრამ შეძლებს კი ვარანე აქ წარმატების მიღწევას?

მას რომ ქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, ის მართლაც გააგრძელებდა ზრდას და გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას რეგულარულად თამაშის საშუალება არ მიეცემა (აქამდე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა ჯერჯერობით მოედანზე), იბადება კითხვა, რამდენა გამართლებული იყო მისი გადასვლა იმ კლუბში, სადაც ამხელა კონკურენციაა.

შესაძლებელია, რომ ორივე მხარისთვის უმჯობესი იქნება ფეხბურთელის არენდის წესით იმ კლუბში განათხოვრება, სადაც მას უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება. მას ჭირდება დრო პროგრესისთვის. ამ ეტაპზე არენდა-ერთადერთი გამოსავალია.

გარდა ამისა, როგორც "Marca" იუწყება, ”კასტილიას” რამოდენიმე ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი უკმაყოფილოა იმით, რომ ვარანე ”თავზე გადაახტა” ”კასტილიელებს”, ისეთებს, როგორებიც არიან ნაჩო და დავიდ მატეოსი. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ”მადრიდის რეალს” და ჟოზე მოურინიოს სჯერათ ახალგაზრდა ბიჭის. კლუბთან მასთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მასში მართლაც ხედავენ კლუბის მომავალს.

ჟოზე მოურინიოს მასთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს.

ვარანეს ყოფილმა მწვრთნელმა მართლაც, რომ ბრწყინვალე შეფასება, გააკეთა, როცა ფეხბურთელზე კითხეს, მან თქვა:

” ”მადრიდის რეალში” სულელები როდი მუშაობენ, მათ შეისწავლეს ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვისას ყველა შესაძლო ვარიანტი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვარანეს კალიბრის ფეხბურთელი არც თუ ისე ბევრია. გარდა იმისა, რომ ის ძალზედ ნიჭიერია, ის ძალიან წყნარია/მშვიდია, ჭკვიანია და იცის მოსმენა იმისა, თუ რასაც ეუბნებიან. ”მადრიდის რეალი” მისთვის სერიოზილი გამოწვევა, მაგრამ თუ არსებობს ისეთი ვინმე, ვისაც ამის გამკლავება შეუძლია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარანეა.”


წყარო: elcentrocampista.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 დეკემბერი 2011
  • 1798
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)