არა რონალდუს, კასილასს და სერხიო რამოსს

სამშაბათს მოსალოდნელი დაპირისპირების წინ ჟოზე მოურინიოს შეგირდებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ვინაიდან მათ ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილია. სამწვრთნელო შტაბი აპირებს, რომ ”აიაქსთან” მოედანზე არ გამოიყვანოს რონალდუ, რამოსი და იკერ კასილასი. სამივე მათგანი მადრიდში დარჩება და ვერ მოხვდება განაცხადშიც კი.


თავიდან მოსალოდნელი იყო, რომ ზემოთხსნებული სამეული სათადარიგოთა სკამზე დაჯდებოდა, მაგრამ მოუმ გადაწყვიტა, რომ არცერთი მათგანი არ გაიყოლოს თან. კრიშტიანოს ეს შესვენება დაეხმარება მიკროტრავმისგან სრულ გამოჯანმრთელებაში.

”თეთრების” კარს პირველივე წუტებიდან დაიცავს ანტონიო ადანი, ხოლო მისი შემცვლელი იქნება ან ტომას მეხიასი, ან ფერნანდო პაჩეკო. რამოსის არყოფნა და პეპეს გარანტირებულად სათადარიგოთა სკამზე დასმა, საშუალებას აძლევს ალბიოლს და რაფაელ ვარანეს მოახდინონ თავისი თავის რეალიზაცია. კოენტრაო მარჯვენა ფრთაზე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს სავარაუდოდ.

პრაქტიკულად მოედანზე გამოჩნდებიან , ან მთელი 90 წუთი, ან რაღაც ნაწილი მაინც, კალეხონი, გრანერო და ალტინტოპი. ყველაზე მთავარი სურპრიზი ”აიაქსთან” თამაშის წინ იქნება განაცხადში 18 წლის ”კასტილიას” ფეხურთელის ხესე როდრიგესის ჩართვა. ხესეს დებიუტი პირველ გუნდში შედგა ”ფილადელფია უნიონის” წინააღმდეგ, ხოლო პირველი გოლი ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაიტანა ჩინეთის კლუბ ”გუნაჩოუს” კარში ანხელ დი მარიას გადაცემის შედეგად.

წყარო: as.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 დეკემბერი 2011
  • 3406
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)