შესანიშნავი "კლასიკოს" მოლოდინში

თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონის" ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, რაც "ელ კლასიკოს" სანახაობას ძალიან წაადგება.


მადრიდის "რეალმა", კერძოდ კი ჟოზე მოურინიომ დიდი გამოცდა ჩააბარა და დაამარცხა ხიხონის "სპორტინგი", რომელიც აქამდე უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა "მერენგთათვის". პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 0–3 სძლიეს გასვლაზე ზემოდ ხსენებულებს. გუნდის უდაო ლიდერებმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ანხელ დი მარიამ და მარსელომ კი თავი გატანილი გოლებით დაგვამახსოვრეს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა შემტევმა მორიგი ასისტი ჩაიწერა აქტივში, ხოლო რონალდუ 17 გატანილი გოლით ლეო მესის გაუტოლდება და არაერთპიროვნულად ლიდერობს "პრიმერა დივიზიონის" ბომბარდირთა დავას.

თავისი შეხვედრა კატალონიის "ბარსელონამაც" მოიგო. პეპ გუარდიოლას მსხვერპლი, ამჯერად "ლევანტე" აღმოჩნდა. "ლურჯ–წითლებმა" ვალენსიელები მიწასთან გაასწორეს, რაზეც შედეგიც მიგვითითებს (5–0). გოლები გაიტანეს: სესკ ფაბრეგასმა (2), კუენკამ (1), ალექსის სანჩესმა (1) და ლეო მესიმ (1).

აქვე გეტყვით, რომ "სამეფო" კლუბმა შემდეგი მატჩი ამსტერდამის "აიაქსთან" უნდა ჩაატაროს, ხოლო "ბლაუგნარას" მომდევნო მეტოქე "ბატე" ბორისოვია. ორივე მატჩი ჩემპიონთა ლიგას მიეკუთვნება, რომელიც არც თუ ისე დიდ ინტერესს იწვევს გასაგები მიზეზის გამო.

ახლოვდება წლის ერთ–ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომელსაც სახელად ესპანური დერბი, ანუ "ელ კლასიკო" ეწოდება. მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ მატჩისკენაა მიმართული, კერძოდ კი "სანტიაგო ბერნაბეუსკენ". ჟოზე მოურინიომ წარსულში "ბარსელონა" 1/2 ფინალიდან გამოადგო, მაგრამ პორტუგალიელმა ეს "ინტერის" მეთაურობით მოახერხა. ჟოზე ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იმ შედეგით, რაც მან "ბლაუგნარასთან" მატჩებში მიიღო "ლოს ბლანკოსის" თავკაცობით, თუმცა ბოლო ბრძოლებში "თეთრებმა" აშკარად გამოასწორეს თამაში კატალონიელებთან.

ბოლო ხუთ შეხვედრაში, "ბარსელონამ" 2 მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ხოლო ერთშიც "მერენგებმა" იმარჯვეს. ყველა გულშემატკივარი და ექსპერტი აღიარებს, რომ წლევანდელი "რეალი" გაცილებით ძლიერი და გამანადგურებელია, ვიდრე ეს ბოლო სეზონებში იყო. "პრიმერა დივიზიონს" ამ დროისთვის "ბლანკოსი" ლიდერობს 37 ქულით, მეორე ადგილს კი სანდრო როსელის გუნდი იკავებს. სხვაობა დედაქალაქელებსა და კატალონიელებს შორის სამი ქულაა, მაგრამ "თეთრებს" რეზერვში ერთი თამაშით მეტი აქვთ. "ელ კლასიკოში" პროგნოზის გაკეთება სრულიად უადგილო და ზედმეტი იქნება, თუმცა გულშემატკივრები მადრიდელთა გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ. ცხადია, ქომაგთა მოსაზრება არაფერს არ ცვლის, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წინ გველის ერთ–ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი "ელ კლასიკო", რომელიც იმედია ჩვენი საყვარელი გუნდის "რეალის" გამარჯვების დასრულდება. ჰალა მადრიდ!!!

Goal.com

P.s ჩემი მე–500 სტატია ჰალამადრიდ.გე–ზე dle 10.1

  • tata
  • 4 დეკემბერი 2011
  • 4061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)