"ინჩასები" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურში მადრიდის "რეალი" "სანჩეს პისხუანზე" 2-1 დამარცხდა."სევილიელებმა" მართლაც რომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთი წაგებით ხაზი არც "ბლანკოსის" პესპექტივასა და არც თავის მწვრთნელს არ უნდა გადავუსვათ.


შეგახსენებთ, რომ "თეთრების" ანგარიშზე ამ ეტაპისათვის 8 თამაშია (6 ლა ლიგაზე და 2 ჩემპიონთა ლიგაზე).უნდა აღინიშნოს, რომ მანუელ პელეგრინის აქტივში რვა შეხვედრიდან შვიდი მოგებაა და მხოლოდ ერთი მარცხი.ამასთან ბურთების შეფარდება 25-6-ზე.ამას ემატებაა ის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ას პროცენტიანი შედეგით ასპარეზობს და პირველ ადგილზეც ღირსეულად არის გამაგრებული.

ამჟამად, გუნდის ბომბარდირი რონალდუ გახლავთ, რომელსაც 7 მატჩიდან 9 გოლი აქვს გატანილი.ის ჩემპიონთა ლიგის მეთოფეებს შორის პირველ ადგილს იკავებს, რამეთუ რონიმ ორი დაპირისპირდებიდან 4 გოლის გატანა შეძლო და საინტერესოა, რომ მან ამ რაოდენობის გოლების გატანა 160 წუთში მოახერხა (ის საშუალოდ ყოველ 40 წუთში იტანს გოლს).

რასაკვირველია, ერთი მარცხით გუნდის მომავალ პესპექტივას ხაზი არ უნდა გადავუსვათ.მინდა გითხრათ, რომ ჩილელმა სპეციალისტმა სეზონის სტარტზე შეუძლებელი შეძლო.კარგად მოგეხსენებათ თუ როგორი რთულია ახალი ფეხბურთელებითა და ახალი "პოსტით" პირველი 7 თამაშის მოგება.გუნდის სრულფასოვან ათამაშებას გარკვეული დრო სჭირდება.არ არის დასამალი, რომ ამჟამად სამეფო კლუბი გუნდურ თამაშს მოკლებულია, რამეთუ ყოველთვის რთულია ახალი ფეხბურთელების ას პროცენტიანი ათამაშება და თავიდანვე კოლექტიური თამაშის დაწყება.

მინდა პარალელი გავავლო მანუელ პელეგრინის, ფაბიო კაპელოსა და ბერნდ შუსტერს შორის.კონკრეტულად გადავხედოთ თუ რა შედეგი აჩვენეს გუნდებმა პირველ 6 ტურში, როდესაც ახალმა მწვრთნელებმა დაიწყეს ასპარეზობა სამეფო გუნდში (ეს მწვრთნელები იმიტომ ავირჩიე, რომ მათი დანიშნვნის პირველი წელს, "რეალი" ლა ლიგას ეუფლებოდა).

მაშ ასე, დავიწყოთ ფაბიო კაპელოთი, რომელიც გუნდს 2006-2007 წ.წ. ჩაუდგა სათავეში.
მინდა გითხრათ, რომ 2006-07 წლების სეზონში "რეალი" ჩემპიონი გახდა.თუ გადავხედავთ ამავე წლის მე-6 ტურის თავზე არსებულ შედეგს, შეგვიძლია საერთოდ არ ვუწინასწარმეტყველოთ სამეფო გუნდს გამარჯვება ლა ლიგაზე.იმ დროისათვის კაპელოსა და თავისი შეგირდების მონაგარი მხოლოდ 11 ქულა და მე-5 ადგილი იყო (3 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება, ამასთან ბურთების შეფარდება 8-3), ხოლო რაც შეეხება კატალონიელებს, ისინი ცხრილის სათავეში, 5 მოგებითა და ერთი ყაიმით იდგნენ.
ამავე წლის ჩემპიონთა ლიგის ეტაპზე კი, რეალს ორი ტურის შემდეგ უკვე ჰქონდა ერთი მარცხი "ლიონის" წინააღმდეგ და ერთი გამარჯვება "დინამო კიევთან."
ჯამში კაპელოს "რეალმა" პირველ რვა შეხვედრაში (6 ლა ლიგაზე და 2 ჩემპიონტა ლიგაზე) 4 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება დააფიქსირა.

2007-2008 წ.წ. გუნდი უკვე ბერნდ შუსტერმა ჩაიბარა:
გერმანელი სპეციალისტის დროსაც "რეალი" პირველივე წელს გახდა ჩემპიონი.მე-6 ტურის თავზე ბერნდის დარიგებულმა "რეალმა" პირველი ადგილი და 16 ქულა მოაგროვა (5 მოგება და 1 ფრე, ბურთების შეფარდება 14-3).მიუხედავად შესანიშნავი სტარტისა, მადრიდელები მე-8 ტურში დამარცხდნენ 2-1, "ესპანიოლის" წინააღმდეგ.
ამავე წლის ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ კი, სამეფო გუნდს ერთი მოგება და ერთი ფრე ეწერა აქტივში.
ჯამში შუსტერის "რეალმა" პირველ რვა შეხვედრაში (6 ლა ლიგაზე და 2 ჩემპიონთა ლიგაზე) 6 გამარჯვება და 2 ფრე დააფიქსირა.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ალბათ პარალელის გავლების შემდეგ არ შეიძლება ითქვას, რომ პელეგრინი არ მოერგო გუნდს.უბრალოდ ეს ფეხბურთია და რთულია ყველა შეხვედრის ერთ დონეზე გამართვა.ამასთანავე შეუძლებელი იყო გამარჯვებების სერიის ჩემპიონატის ბოლომდე გაგრძელება.კაკას არ იყოს, მარცხი ოდესმე უნდა ყოფილიყოო და ეს სწორედ "სევილიასთან" მოხდა.

"სევილიასთან" წაგების "ტრაგედიად" გამოცხადება იმაზე მეტყველებს, რომ "რეალის" ქომაგები ძალზედ მომთხოვნი არიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)