მოუ: "დი მარია ძალზედ სახიფათო მოთამაშეა"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...


"ამით არ მინდა ვინმეს შეურაცხჰყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა მიზნები გვქონდა დასახული. ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ შარშან "ბერნაბეუზე" დავმარცხდით. ვიცოდი, რომ აქ თამაში რთული იქნებოდა, ამიტომ, მატჩის მოსაგებად ყველაზე აგრესიული იარაღი გამოვიყენე. პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. სიმართლე გითხრათ, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მეორე ტაიმში კარგად გამოჩნდა, პირველში იმდენად არ ჩანდა, რამეთუ მაინც თანასწორი თამაში გამოვიდა."

"დი მარია ყველაზე სახიფათო მოთამაშე ხდება, თუ მას სივრცე მიეცი, იგი უბრალოდ ბრწყინვალეა მცველთან ერთი-ერთზე. მან ბურთი მაშინ მოიპოვა, როცა ყველას იმედი გადაწურული ჰქონდა, ბევრი არგენტინელის მსგავასად არც მოიქცეოდა და ბურთის მოპოვებისთვის არ გაირჯებოდა. ვფიქრობ, ეს მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი იყო. როდესაც ესპანეთში მოდიხარ, შენ არ იცი რა გელის მადრიდის "რეალში", ეს სრულიად ამოუცნობია, საჭიროა იყო თავმდაბალი, გქონდეს ამბიცია. ეს ძალიან მარტივია..."

"ძალიან მომეწონა ხედირასა და ლასის თამაში, ისინი ისევე კარგად გამოიყურებოდნენ თამაშის შექმნაში, როგორც მეტოქის შეტევის ჩაშლაში. ცხადია, როცა ვიგებთ, გუნდი კარგად თამაშობს. გამარჯვებას რამდენიმე გზით შეიძლება მიაღწიო, კლასის ხარჯზე, გუნდური სულისკვეთებით, ხისტი თამაშით და ა.შ... ეს ფეხბურთია, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ნებისმიერ მოედანზე შესაძლებელია ქულების დაკარგვა, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ აქტივში სამი ქულა ჩაიწერო..."

"შესანიშნავი სტადიონია, ბრწყინვალე გულშემატკივრით. კარგია, რომ ასე უჭერენ მხარს საკუთარ კლუბს ყოველგვარი მტრობისა და ძალადობის გარეშე." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)