კაკასა და იოზილის 50-ე

დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მადრიდის "რეალმა" ხიხონის სპორტინგთან გამართა, გერმანელი იოზილისთვის რიგით 50-ე გამოდგა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ რიკარდო კაკაზე, რომელიც დღეს მოედანზე სწორედ მესუთის ნაცვლად შემოვიდა, ხიხონელებთან შეხვედრა ბრაზილიელისთვისაც 50-ე აღმოჩნდა.


ახალგაზრდა მოთამაშე სამეფო კლუბს შარშან შეუერთდა. 2010 წლის 29 აგვისტოს მისი დებიუტი შედგა, ის შეხვედრა "რეალმა" "მალიორკასთან" ფრედ 0-0 დაასრულა. ამის შემდეგ ნახევარმცველმა მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა და იგი ძალიან ხშირად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. მესუთის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 50 შეხვედრაა.

ამ ხნის მანძილზე ოზილი საგოლე გადაცემებით და ეფექტური თამაშით გამოირჩეოდა. ასევე გერმანელის ანგარიშზე 6 გოლია. "ბლანკოსის" მაისურით პირველად მან ლაკორუნიის დეპორტივოს კარის აღება შეძლო, ის შეხვედრა კი მადრიდელებმა 6-1 მოიგეს.

იოზილმა პირველ სეზონში 36 მატჩი გამართა, მიმდინარე გათამაშებაში კი მან უკვე 14-ჯერ მოირგო სამეფო კლუბის მაისური.

კაკას და იოზილის 50-ე


რაც შეეხება რიკარდო კაკას. იგი უკვე მესამე სეზონია მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, მაგრამ ცნობილი ტრავმის გამო მას შარშანდელი სეზონის ნახევარზე მეტი გაუცდა. რიკიმ პირველ სეზონში 25 მატჩი გამართა, ბრაზილიელი შემტევი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩა. შარშანდელ სეზონში ტრავმის მიუხედავად მან 14 მატჩის ჩატარება, 7 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. მიმდინარე სეზონში კი კაკა 11 თამაშით, 3 გოლით და ერთი "დაგვირგვინებული" გადაცემით არის შემოფარგლული.

საერთო ჯამში კაკამ ლა ლიგაში 50 მატჩი გამართა, აქედან 38 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კაკას და იოზილის 50-ე
dle 10.1

  • Hala
  • 4 დეკემბერი 2011
  • 1854
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)