"სპორტინგი" - "რეალი" - ისტორიული მატჩები

"ელ მოლინონზე" შედგება დაპირისპირება ორ გუნდს შორის, რომელიც არ არის მარტო ორი გუნდის დაპირისპირება...


დაპირისპირება "Así, así, así gana el Madrid"-ის დაბადებიდან დაიწყო, მუდამ იყო დუელი ორ პიროვნებას შორის, შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითზე მოურინიო და პრესიადო ავიღოთ, ცოტა წარსულში გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ აბლანედო და უგო სანჩესი, გავიხსენოთ სპორტული შეტაკებები "სპორტინგსა" და "რეალს" შორის, რომელნიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა...

მაშ ასე, დაპირისპირება 1944 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, სწორედ ამ დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის. მაშინ, "მერენგებმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. 1-0 (0-1) ამ დღის შემდეგ პოპულარული შედეგი გახდა ორი კლუბის დაპირისპირებაში და ეს ისტორიაში შვიდჯერ განმეორდა.

"ელ მოლინონი" გახლავთ სტადიონი, რომელზეც დაიბადა სიმღერა “Así, así, así gana el Madrid”, რომელსაც დღესაც ღაღადებენ მადრიდელი გულშემატკივრები. ყველაფერი ენცო ფერეროსა და სან ხოსე ისიდორის შეჯახებით დაიწყო. მადრიდელმა მცველმა(სან ხოსე) მეტოქისგან სახეში დარტყმა მიიღო მას შემდეგ, რაც მან ენცო "მოჩეხა". უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ შეხვედრის არბიტრმა ფერერო მოედნიდან გააძევა, ხოლო ისიდორს ყვითელი ბარათი აკმარა. ყველაფერი ეს 1970-1971 წლების სეზონში მოხდა...

5 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ისტორიული მატჩი გაიმართა. გასვლაზე მადრიდისტებმა ამანსიოსა და პირის გოლების წყალობით მეტოქე 2-0 დაამარცხეს. მაგრამ, მატჩის შემდგომ, მოგებაზე არავინ ამახვილებდა ყურადღებას, გაზეთებსა თუ ჟურნალებში, ყველგან მარიანო გარსია რემონზე საუბრობდნენ, უფრო სწორად მის ბრწყინვალე ასპარეზობაზე. "რეალის" მეკარეს მატჩის შემდგომ "ოდესეას კატა" და ""ელ მოლინონის" ვეფხვიც" კი უწოდეს.

1986-1987 წლების სეზონის მატჩი უგო სანჩესისა და ხუან კარლოს აბლანედოს დაპირისპირებად იქცა. მაშინ, როცა ანგარიში 1-1 გახლდათ, "სპორტინგის" საჯარიმოში უგო სანჩესი შეიჭრა, აბლანედომ მექსიკელი წესების დარღვევით შეაჩერა და შესაბამისად თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა, მსაჯმა კი ხიხონური კლუბს მეკარე გაუძევა. უგომ პენალტი თავადვე დაარტყა და უძიერესი გასროლით "რეალს" გამარჯვება მოაპოვებინა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ მოიხსენებენ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც "რეალსა" და "ბარსაში" აქვთ ნათამაშები, მაგრამ, მეტად თუ არა, არც ნაკლებად უსწორდებიან იმათ, ვინც "რეალის" და "სპორტინგის" მაისურიც მოირგეს. ისტორიას ასეთი მხოლოდ 5 ფეხბურთელი ახსოვს: მინო, მასედა, კუნიგამი, ლუის ენრიკე და რივერა. ყველაზე სკანდალური მინოს ასპარეზობა გახდა. ლეო ბენჰაკერმა, "რეალის" მწვრთნელმა, თავისი ფეხბურთელი "სპორტინგთან" მატჩის შემდგომ მკაცრად გააკრიტიკა: "ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ისევ "სპორტინგის" ფეხბურთელი იყო."

კიდევ ერთი ისტორიული მატჩი 2008-2009 წლების სეზონში შედგა, როცა ასტურიული კლუბი "ლა ლიგაში" დაბრუნდა. მაშინ მადრიდისტებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. "ელ მოლინონზე" "რეალმა" რაულის დუბლითა და ჰუნტელაარისა და მარსელოს თითო-თითო გოლის წყალობით მეტოქე 4-0 გაანადგურა.

კიდევ ერთი დაპირისპირება მოურინიოსა და პრესიადოს შორის დაიწყო. ამაზე ყველას კარგად მოგეხსენებათ. განსხვავებით წინა სხვა "შეტაკებებისა", ეს შერიგებით დასრულდა და როგორც ორივე მწვრთნელი აცხადებს, მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ყველა წინაპირობაა იმისა, რომ დღევანდელი მატჩიც ისტორიული გამოდგეს, მითუმეტეს იმიტომ, რომ 1994 წლის 2 ოქტომბრის მერე "რეალი" "ელ მოლინონზე" არ დამარცხებულა... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)