"კასტილია" - "ოვიედო" [პრევიუ]

"კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს მორიგ შეხვედრას გამართავს. მადრიდისტები მეოთხე ადგილოსან "რეალ ოვიედოს" დაუპირისპირდებიან...


"კასტილია" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ალბერტო ტორილის შეგირდებმა ზედიზედ 6 მატჩში მოახერხეს უკვე გამარჯვება და ყოველივე ამის დასტურად ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. ამას დავუმატოთ ბრწყინვალე სერია "ალფრედო დი სტეფანოზე", კანტერანოებმა შესაძლო 21 ქულიდან 19 მოიპოვეს, ანუ 7 შეხვედრიდან 6 მოიგეს და მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ.

ალბერტო ტორილმა ამ მატჩისთვის 18 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. სასიხარულოა მორატასა და კარვახალის გამოჩენა. გუნდს დააკლდებიან: ტრავმის გამო ლუკასი, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო რაულ რუისი, ივან გონსალესი, მარტინესი და ზამორა, ხოლო ტომას მეხიასი პირველ გუნდთან ერთად იმყოფება ასტურიაში.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, როგორც მოგახსენეთ, "კასტილია" ცხრილის სათავეში იმყოფება 33 ქულით, ხოლო "რეალ ოვიედოს" 25 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციის ბინადარია. აღნიშ§ულ გუნდს ძალზედ ცუდი სტატისტიკა აქვს გასვლით მატჩებში, შესაძლო 21 ქულიდან, მათ მხოლოდ 9-ის მოპოვება შეძლეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)