როცა სიყვარული და ზიზღი ერთიანდება. ”ელ მოლინონის” სიყვარულის საქმე

მოურინიო ბრუნდება ”ელ მოლინონზე”, რათა დაუპირისპირდეს მის კოშმარს, მანუელ პრესიადოს. კაცს, რომელმაც მის 9 წლიან წარმატებულ სვლას წერტილი დაუსვა (სახლში მოუს გუნდები, როგორც წესი არ აგებდნენ ამ 9 წლის მანძილზე, მაგრამ გამოჩნდა ულვაშებიანი ცუდი კაცი და...). პრესიადო და მოურინიო, ორი ადამიანი, ორი მწვრთნელი, რომელთა ბუნებაც მრავალფეროვანია, რომლებიც მუდამ იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ, რომლებიც მუდამ მზად არიან, რომ იყვნენ ”ცუდი ბიჭები”, თუ ეს მათ გუნდს დაჭირდა.


მოუმ ეს სიყვარული და ზიზღი მოწინააღმდეგის მხრიდან დაიმსახურა მაშინ, როცა კომენტარი გააკეთა პრესიადოს მიერ გუარდიოლას გუნდის წინააღმდეგ სარეზერვო შემადგენლობის დაყენებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც მანუელმა თქვა იყო: ”ვინ არის ეს ვირი”? სიტუაცია ძალიან დაიძაბა ამ ორ მწვრთნელს შორის.

მაგრამ როგორც ნათქვამია, ფეხბურთი ორ დაპირისპირებულ და მოწინააღმდეგე მხარეს აერთიანებს. პირველი ნაბიჯი პრესიადომ გადადგა, როცა მანამ სანამ ”ბერნაბეუზე” ფეხს შედგამდა განაცხადა, რომ ”მოურინიო კარგი ბიჭია”. მაშინ ვინ იცოდა, რომ ის იქნებოდა პირველი მწვრთნელი ბოლო 9 წლის მანძილზე, ვინც მოუს გუნდს დაამარცხებდა მისსავე სტადიონზე. მიუხედავად მარცხისა, მოუსთვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ შესულიყო მოწინააღმდეგის გასახდელში და პირადად მიელოცა ყველასთვის ეს გამარჯვება, მათ შორის მწვრთნელისთვისაც. ამის შემდეგ, კანტაბრიაში დაბადებულმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”განსაკუთრებულმა” მას დაურეკა და მიუსამძიმრა მამამისის გარდაცვალება. ასე, რომ ნათლად ხედავთ, თუ რა ხდება, როცა სიყვარული და სიძულვილი ერთიანდება.

მიხუედავად ამ მეტად ახლო დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ , ”ელ მოლინონ”-ზე ორივე გუნდი სხვადასხვა მიზნებით წარდგება. ხიხონელები ეცდებიან სატურნირო სიტუაცია გამოისწორონ, ხოლო მადრიდელები კი მორიგი სამი ქულის მოპოვებისთვის სხვადასხვა მიზეზთა გამო თავდაუზოგავად იბრძოლებენ. პირველი იმიტომ, რომ წინ ”ელ კლასიკოა” და 6 ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება ბრწყინვალე საჩუქარი იქნება თამაშის წინ, ხოლო მეორე ეს მათი ზედიზედ მე-14 გამარჯვება იქნება.


ერთმანეთის წინააღმდეგ

როცა სიყვარული და ზიზღი ერთიანდება. ”ელ მოლინონის” სიყვარულის საქმე


ბოლო შეხვედრები

როცა სიყვარული და ზიზღი ერთიანდება. ”ელ მოლინონის” სიყვარულის საქმე
dle 10.1

  • shvela
  • 3 დეკემბერი 2011
  • 3134
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)