”სპორტინგი” გუნდი, რომლისთვისაც რონალდუს არ გაუტანია

საბოლოო გადაწყვეტილება გამოვა თუ არა კრიშტიანო რონალდუ დღეს მოედანზე ”ხიხონის სპორტინგის” წინააღმდეგ მიღებულ იქნება, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელის წინაშე ახალი ამოცანაა. საქმე იმაშია, რომ ”ბეტისი” და ”ლევანტეს” გარდა, რონალდუს რისხვას თავი დააღწია ”სპორტინგმაც”. ეს ის სამი კლუბია, რომლისთვისაც რონალდუს ლა ლიგის ეგიდით გოლი არ გაუტანია.


აღნიშნის ღირსია ის ფაქტი, რომ წინა სეზონის სამეფო თასის გათამაშებაში ”ლევანტემ” ერთბაშად სამი გოლი მიიღო რონალდუსგან, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი ლა ლიგაზეა, სადაც პორტუგალიელს ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი აღნიშნული კლუბების კარში.

მადრიდული კარიერის მანძილზე რონალდუ ორჯერ შეხვდა ”სპორტინგს”, აქედან ვერცერთში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. კიდევ ორი თამაში ”სპორტინგის” წინააღმდეგ მან ტრავმის გამო გაოტოვა. პორტუგალიელი ”სპორტინგს” პირველად 2010 წლის 20 მარტს დაუპირისპირდა. მაშინ ”რეალმა” 3:1 ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. მომდევნო ჯახი წინა სეზონში შედგა ხიხონში, მაშინ ”თეთრები” კარიმ ბენზემას გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით გამარჯვებულნი დარჩნენ. იმ შეხვედრაში პორტუგალიელი სულაც არ ბრწყინავდა. ეს თამაში უფრო სხვა კუთხით იყო დასამახსოვრებელი.

მაშინ ”სპორტინგის” ფხბურთელები რონალდუს წინააღმდეგ განსაკუთრებული სიუხეშით თამაშობდნენ. ნაკლებ მოსალოდნელია, რომ თუ რონალდუ დღეს მოედანზე გამოვა, მას უფრო ფრთხილად ეთამაშონ.

dle 10.1

  • shvela
  • 3 დეკემბერი 2011
  • 2090
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)