მადრიდის "რეალი" - სტატისტიკა და რეკორდები

დღეს მადრიდის "რეალი" 110 წლის გახდა... სწორედ "ბლანკოსის" იუბილესთან დაკავშირებით, მინდა შემოგთავაზოთ დაწვრილებითი ინფრმაცია "ბლანკოსის" სტატისტიკასა და რეკორდებზე დაარსების დღიდან დღემდე...


მადრიდის "რეალი" 1902 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად კლუბის სახელწოდება Madrid Football Club გახლდათ. პირველი მატჩი "ბლანკოსმა" 1902 წლის 19 მაისს გამართა ალფონსო XIII-ის ტურნირზე. "რეალი" არის კლუბი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა "ლა ლიგის" ჩამოყალიბებაში 1929 წელს. ასევე, "ბარსელონასთან" და ბილბაოს "ატლეტიკოთან" ერთად სამეფო კლუბს არასდროს დაუტოვებია "პრიმერა" დივიზიონი. კლუბს, როგორც ესპანეთში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით აქვს უამრავი რეკორდი დამყარებული. მოდი დაწვრილებით გავეცნოთ ყველა მათგანს...

"რეალი" ესპანეთში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომლის ანგარიშზე 59 მოგებული ტიტულია(საუბარია მხოლოდ ოფიციალურზე). აქედან 31 "ლა ლიგის" გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებლია. "ბლანკოსი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენიც გახლავთ. "მერენგებმა" აღნიშნული ტურნირის თასი 9-ჯერ აღმართეს. 2000 წლის 23 დეკემბერს მადრიდის "რეალი" მეოცე საუკუნის გუნდადაც დაასახელეს, 2004 წელს კი ფიფას "მეტრიტის" ორდენიც მიიღო. აღნიშნული ჯილდო ფეხბურთის ნობელის პრემიითაა ცნობილი.

ტიტულები


"მანკომუნადოსის" ტურნირი 23-ჯერ (რეკორდი) 1904-05, 1905–06, 1906–07, 1907–08, 1909–10, 1912–13, 1915–16, 1916–17, 1917–18, 1919–20, 1921–22, 1922–23, 1923–24, 1925–26, 1926–27, 1928–29, 1929–30, 1930–31, 1931–32, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1935-36 წლებში

"ლა ლიგა" 31-ჯერ (რეკორდი) 1931–32, 1932–33, 1953–54, 1954–55, 1956–57, 1957–58, 1960–61, 1961–62, 1962–63, 1963–64, 1964–65, 1966–67, 1967–68, 1968–69, 1971–72, 1974–75, 1975–76, 1977–78, 1978–79, 1979–80, 1985–86, 1986–87, 1987–88, 1988–89, 1989–90, 1994–95, 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08 წლებში
"კოპა დელ რეი" 18-ჯერ 1905, 1906, 1907, 1908, 1917, 1933–34, 1935–36, 1945–46, 1946–47, 1961–62, 1969–70, 1973–74, 1974–75, 1979–80, 1981–82, 1988–89, 1992–93, 2010–11 წლებში

ესპანეთის სუპერთასი 8-ჯერ 1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003, 2008 წლებში
ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერთასის წინამორბედი) ერთხელ 1947 წელს

"ლა ლიგის" თასი ერთხელ 1985 წელს

ჩემპიონთა ლიგა 9-ჯერ (რეკორდი) 1955–56, 1956–57, 1957–58, 1958–59, 1959–60, 1965–66, 1997–98, 1999–2000, 2001–02 წლებში

უეფას თასი(ევროპის ლიგა) 2-ჯერ 1984–85, 1985–86 წლებში

ევროპის სუპერთასი 2002 წელს

ლათინური თასი 1955, 1957 წლებში

მცირე მსოფლიოს თასი 1952, 1956 წლებში

იბეროამერიკანას თასი 1994 წელს

საკონტინენტთაშორისო თასი(მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) 3-ჯერ (რეკორდი) 1960, 1998, 2001 წლებში

"ბერანაბეუს" თასი 22-ჯერ (რეკორდი) 1981, 1983, 1984, 1985, 1987, 1989, 1991, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2003, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლებში

ტერეზა ჰერერას თასი 8-ჯერ 1949, 1953, 1966, 1976, 1978, 1979, 1980, 1994 წლებში

რამონ დე კარანზას თასი 6-ჯერ 1958, 1959, 1960, 1966, 1970, 1982 წლებში

ლინეას თასი 5-ჯერ 1978, 1981, 1982, 1986, 2000 წლებში

პალმას თასი 4-ჯერ 1975, 1980, 1983, 1990 წლებში

კოლომბინოს ასი 3-ჯერ 1970, 1984, 1989 წლებში

ბარსელონას თასი 3-ჯერ 1983, 1985, 1988 წლებში

ეუსკადი ასგერაჩეს თასი 3-ჯერ 1994, 1995, 1996 წლებში

ფესტა დელ'ქსის თასი 3-ჯერ 1984, 1985, 1999 წლებში

კოსტა დელ სოლის თასი 1976 წელს

ვიგოს თასი ორჯერ 1981, 1982 წლებში

ნარანჯას თასი ორჯერ 1990, 2003 წლებში

ბენიტო ვილამარინის თასი 1960 წელს

მოჰამედ V-ს ტასი 1966 წელს

ანო სანტო კომპოსტელანოს თასი 1970 წელს

კარაკასის თასი 1980 წელს

მილანის თასი 2000 წელს

ხესუს გილის თასი 2005 წელს

ოილის თასი 2009 წელს

ბეკენბაუერის თასი 2010 წელს

ალიკანტეს თასი 2010 წელს

World Football Challenge-ის თასი 2011 წელს

npower Challenge-ის თასი 2011 წელს

~ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "რეალის" მაისური მოირგო ალბერტო რივერა გახლდათ. 1995 წლის 10 ივნისს "სელტა დე ვიგოს" წინააღმდეგ ის 17 წლისა 114 დღის იყო.

~ ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც "რეალის" რიგებში ითამაშა, იყო ფერენც ფუშქაში. 1965 წლის 21 ნოემბერს "სევილიას" წინააღმდეგ უნგრელი ფეხბურთელი 38 წლის და 233 დღის გახლდათ.

~ ყველაზე მეტი ზედიზედ თამაში შეძლო ალფრედო დი სტეფანომ. 1953 წლის 27 სექტემბრიდან 1959 წლის 22 თებერვლამდე, 5 წელსა და 148 დღეში მას ერთი მატჩის კი არ გამოუტოვებია, სულ 171 მატჩი.

~ ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს რაულს - 741, მეორეზე მანუელ სანჩისი გახლავთ 711 მატჩით, ხოლო მესამეზე კარლოს სანტილანა 645-ით. მოქმედ "რეალის" ფეხბურთელთაგან ათეულში მხოლოდ იკერ კასილასი გახლავთ. 591 ჩატარებული შეხვედრით იკერი მეექვსეა.

~ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა რაულმა - 323 (1994-2010)

~ ყველაზე მეტი გოლი "ლა ლიგაში" გაიტანა რაულმა - 228

~ ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის თასზე გაიტანა კარლოს სანტილანამ - 48 (1971-1978)

~ ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში გაიტანა კრიშტიანო რონალდომ - 53 (2010-2011)

~ ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში "ლა ლიგაში" გაიტანა კრიშტიანო რონალდომ - 40 (2020-2011)

~ ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში ესპანეთის თასზე გაიტანა ფერენც ფუშქაშმა - 14 (1960-1961)

~ ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა ფერენც ფუშქაშმა - 12 (1959-1960)

~ ყველაზე მეტი გოლი უეფას ტურნირებზე გაიტანა რაულმა - 68 (საუბარია მხოლოდ "რეალის" შემადგენლობაში)

~ ყველაზე მეტი გოლი ევროპულ ტურნირებზე გაიტანა რაულმა - 67 (საუბარია მხოლოდ "რეალის" შემადგენლობაში)

~ ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა რაულმა - 66 (საუბარია მხოლოდ "რეალის" შემადგენლობაში)

~ ყველაზე ცოტა გატანილი გოლი "ლა ლიგაში" გაიტანა ამანსიო ამარომ 1968–69 წლების სეზონში. 14 გატანილი გოლით იგი კლუბის ბომბარდირი გახდა.

~ ყველაზე მეტი გოლი მატჩში (5) გაიტანეს ("ლა ლიგა"):

მანუელ ალდაიმ "ესპანეიოლის" წინააღმდეგ 1943 წლის 28 თებერვალს
ანტონიო ალსუამ "კასტელონის" წინააღმდეგ 1947 წლის 2 თებერვალს
მიგელ მუნიოსმა "ლეიდეს" წინააღმდეგ 1951 წლის 30 იანვარს
პეპილიომ "ელჩეს" წინააღმდეგ 1960 წლის 7 თებერვალს
ფერენც ფუშქაშმა "ელჩეს" წინააღმდეგ 1961 წლის 22 იანვარს
ფერნანდო მორიენტესმა "ლას პალმასის" წინააღმდეგ 2002 წლის 9 თებერვალს

~ ყველაზე მეტი გოლი მატჩში (6) ("კოპა დელ რეი"):

ბენგურიამ "ექსტრემენოს" წინააღმდეგ 1927 წლის 6 მარტს
ფერენც ფუშქაშმა "ბეტისის" წინააღმდეგ 1961 წლის 18 ივნისს

~ ყველაზე ახალაგაზრდა გოლის ავტორი გახლდათ ალბერტო რივერა. 1995 წლის 10 ივნისს მან თავის სადებიუტო შეხვედრაში "სელტა დე ვიგოს" გაუტანა. მაშჳნ ის 17 წლისა 114 დღის იყო.

~ ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა გახლდათ ფერენც ფუშქაში. უნგრელმა "რეალში", ბოლო მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა 1965 წლის 21 ნოემბერს "სევილიას" კარში. მაშინ ის 38 წლისა და 233 დღის გახლდათ.

~ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა რონალდომ. ბრაზილიელმა 2003 წლის 3 დეკემებერს "ატლეტიკოს" 14-ე წამზე გაუტანა.

~ ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი შეასრულა კრიშიანო რონალდომ. 2011 წლის 7 მაისს პორტუგალიელმა "სევილიას" 10 წუთში გაუტანა სამი გოლი.

~ ყველაზე სწრაფი პოკერი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ. 2010 წლის 23 ოქტომბერს პორტუგალიელმა "რასინგს" 4 გოლი 40 წუთში გაუტანა.

~ ყველაზე მეტი ჰეტ-ტრიკი სეზონში შეასრულა კრიშტიანო რონალდომ. პორტუგალიელმა 2010-2011 წლების სეზონში 7-ჯერ მოახერხა 3 გოლის გატანა მატჩში.

~ "რეალის" პირველი გოლი გაიტანა არტურ ჯონსონმა 1902 წლის 13 მაისს. მაშინ "ბლანკოსი" 1-3 დამარცხდა "ბარსელონასთან".

~ "რეალის" პირველი გოლი "ლა ლიგაში" გაიტანა ხაიმე ლაზკანომ 1929 წლის 10 თებერვალს. მაშინ "ბლანკოსმა" 5-0 გაანადგურა კლუბი "ევროპა".

~ კლუბის მეათასე გოლი გაიტანა პაჰინიომ 1950 წლის 5 ნოემბერს ბილბაოს "ატლეტიკთან". მაშჳნ "ბლანკოსმა" 5-2 იმარჯვა.

~ კლუბის მეორიათასე გოლი გაიტანა ფრანცისკო გენტომ 1963 წლის 3 ნოემბერს "პონტევედრას" კარში. მაშინ "ბლანკოსმა" 3-1 იმარჯვა.

~ კლუბის მესამიათასე გოლი გაიტანა ხუანიტომ 1982 წლის 20 იანვარს "სალამანკას" კარში. მაშინ "ბლანკოსმა" 3-1 იმარჯვა.

~ კლუბის მეოთხიათასე გოლი გაიტანა ივან ზამორანომ 1994 წლის 22 დეკემბერს "ვალიადოლიდის" კარში. მაშინ "ბლანკოსმა" 5-0 იმარჯვა.

~ კლუბის მეხუთიათასე გოლი გაიტანა გუტიმ 2008 წლის 14 სექტემბერს "ნუმანსიას" კარში. მაშინ "ბლანკოსმა" 4-3 იმარჯვა.

~ ფეხბურთელები, რომელაც "ოქროს ბურთი" მოიგეს "რეალში" ასპარეზობისას:

ალფრედო დი სტეფანო - 1957, 1058 წლებში
რაიმონდ კოპა - 1958 წელს
ლუიშ ფიგუ - 2000 წელს
რონალდომ - 2002 წელს
ფაბიო კანავარომ 2006 წელს

~ ფეხბურთელები, რომელთაც "რეალში" ასპარეზობისას მოგეს "ოქროს ბუცი":

უგო სანჩესი (38 გოლი)- 1990 წელს
კრიშტიანო რონალდო (40 გოლი) - 2011 წელს

~ ფეხბურთელები, რომლებიც გახდნენ უეფას წლის მოათამაშეები "რეალში" ასპარეზობისას:

ფერნანდო იერო - 2000 წელს
ზინედინ ზიდანი - 2002 წელს

~ ფეხბურთელები, რომლებიც გახდნენ ფიფას წლის მოთამაშეები "რეალში" ასპარეზობისას:

ლუიშ ფიგო - 2001 წელს
რონალდო - 2002 წელს
ზინედინ ზიდანი - 2003 წელს
ფაბიო კანავარო - 2006 წელს

~ პირველი "რეალის" ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ითამაშა გახლავთ ხუან მონხარდინი. იგი "ფურია როხას" რიგებში 1922 წლის 17 დეკემბერს გამოჩნდა.

~ "რეალის" ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ჩაატარა, გახლავთ ლუიშ ფიგუ. მან პორტუგალიის ნაკრების მაისური 129-ჯერ მოირგო.(47-ჯერ "რეალში" ყოფნისას)

~ ყველაზე მეტი სანაკრებო შეხვედრა "რეალში" ყოფნისას ჩაატარა იკერ კასილასმა. მან 127-ჯერ მოირგო ნაკრების მაისური.

~ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც "რეალმა" იყიდა, გახლავთ კრიშტიანო რონალდო, რომელშიც პერესმა 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მეორეზე კაკა გახლავთ 56-ით, ხოლო მესამეს, ზინედინ ზიდანი იკავებს 45 მილიონი ფუნტით. ათეულში ასევე არიან : ლუიშ ფიგუ(37), ქარიმ ბენზემა(30), ხაბი ალონსო(30), რონალდო(28), დევიდ ბექჰემი(25), ნიკოლას ანელკა(23) და არიენ რობენი(21).

~ ყველაზე ძვირად "რეალმა" რობინიო გაყიდა. "სიტიმ" მასში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მეორე-მესამე ადგილებს ანელკა და რობენი იყოფენ 22-22 მილიონი ფუნტით. სხვა ფეხბურთელები: მაიკლ ოუენი(17), კოლდ მაკელელე(16), ვესლი სნეიდერი(14), კლას იაან ჰუნტელაარი(13) და ვალტერ სამუელი(11).

~ "რეალის" პირველი მწვრთნელი გახლდათ არტურ ჯონსონი

~ ყველაზე დიდ ხანს "რეალს" მიგელ მუნიოს წვრთნიდა. მან "ბლანკოსში 15 წელი იმუშავა.

~ ყველაზე მეტი მატჩი მწვრთნელებს შორის ჩაატარა მიგელმუნიოსმა. მან "რეალი" 604-ჯერ გაიყვანა მოედანზე.

~ პირველი მატჩი "რეალმა" ჩაატარა "ბარსელონასთან" 1902 წლის 19 მაისს ალფონსო XIII-ის თასის ნახევარფინალში. მაშინ "ბლანკოსი" 1-3 დამარცხდა.

~ პირველი მატჩი "ბერანებუზე" "რეალმა" ჩაატარა 1947 წლის 14 დეკემებერს "ბელენენსესთან". მაშინ "მერენგებმა 3-1 მოიგეს.

~ პირველი ოფიციალური მატჩი "ბერანბეუზე" "რეალმა" ჩაატარა 1947 წლის 18 დეკემბერს "ესპანიოლთან". მაშინ "ბლანკოსმა" 3-1 იმარჯვა.

~ პირველი მატჩი ევროთასებზე "რეალმა" ჩაატარა 1955 წლის 8 სექტემბერს "სერვეტეს" წინააღმდეგ. მაშინ "ბლანკოსმა" 2-0 იმარჯვა.

~ პირველი მატჩი უეფას თასზე "რეალმა" ჩაატარა 1971 წლის 15 სექტემბერს "ბაზელის" წინააღმდეგ. მადრიდისტებმა ის მატჩი 2-1 მოიგეს.

~ პირველი მატჩი ჩემპიონთა(დღევანდელი) ლიგაზე "რეალმა" ჩაატარა 1995 წლის 13 სექტემბერს "აიაქსთან" და დამარცხდა 0-1.

~ პირველი მატჩი უეფას თასების თასზე "რეალმა" ჩაატარა 1970 წლის 17 სექტმებერს "ჰიბერნიანის" წინააღმდეგ. მატჩი ფრედ - 0-0 დასრულდა.

~ პირველი მატჩი უეფას სუპერთასზე "რეალმა" ჩაატარა 1998 წლის 28 აგვისტოს "ჩელსის" წინააღმდეგ და დამარცხდა 0-1.

~ პირველი მატჩი საკონტინენტთაშორისო თასზე "რეალმა" ჩაატარა 1960 წლის 3 ივლისს "პენაროლის" წინააღმდეგ. მატჩი ფრედ - 0-0 დასრულდა.

~ პირველი მატჩი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "რეალმა" ჩაატარა 2000 წლის 5 იანვარს "ალ ნასრის" წინააღმდეგ. ის მატჩი "ბლანკოსმა" 3-1 მოიგო.

~ პირველი მატჩი ლათინურ თასზე "რეალმა" 1955 წლის 22 მაისს ითამაშა "ბელენენსენსის" წინააღმდეგ და 2-0 მოიგო.

~ რეკორდული გამარჯვება - 11-1 "ბარსელონას" წინააღმდეგ 1942-1943 წლების სეზონში "კოპა დელ რეიზე".

~ რეკორდული გამარჯვება "ლა ლიგაში" - 11-2 "ელჩეს" წინააღმდეგ 1959-1960 წლების სეზონში

~ რეკორდული გამარჯვება ევროთასებზე - 9-0 "ბოლდკლუბენის" წინააღმდეგ 1961-1962 წლების სეზონში.

~ რეკორდული გასვლითი გამარჯვება - 1-7 "სარაგოსასთან" 1987-1988 წლებში და 0-7 "პრგრესთან" 1978-1979 წლების სეზონში.

~ რეკორდული მარცხი - 1-8 "ესპანიოლთან" 1929-1930 წლების სეზონში

~ რეკორდული მარცხი "კოპა დელ რეიზე" - 0-6 "ვალენსიასთან" 1998-1999 წლების სეზონში

~ რეკორდული მარცხი ევროთასებზე - 0-5 "მილანთან" 1988-1989 წლების სეზონში

~ რეკორდული მარცხი საშინაო არენაზე - 0-6 "ატლეტიკითან" 1930-1931 წლების სეზონში

~ რეკორდული დაუმარცხებელი სერია "ლა ლიგაში" - 31 მატჩი - 1987-88 წლების სეზონის 36-ე ტურიდან 1988-89-ს 28-ე ტურამდე

~ რეკორდული დაუმარცხებელი სერია შინ "ლა ლიგაში" - 121 მატჩი - 1956-57 წლების სეზონიდან 1964-65 წლების სეზონის ჩათვლით

~ რეკორდული მოეგბათა სერია "ლა ლიგაში" - 15 მატჩი - 1960-61 წლების სეზონში

~ რეკორდული წაგებათა სერია "ლა ლიგაში" - 5 მატჩი - 2008-09 წლების სეზონის 34-ე ტურიდან 38-ის ჩათვლით

~ რეკორდული ფრედ დამთავრებულ მატჩთა სერია "ლა ლიგაში" - 4 მატჩი - 2006-07 წლების სეზონში

~ რეკორდული მოუგებელი სერია "ლა ლიგაში" - 9 მატჩი - 1984-85 წლების სეზონში

~ რეკორდული გოლის გატანის სერია "ლა ლიგაში" - 35 მატჩი - 1951-1952 და 1952-53 წლების სეზონებში

~ რეკორდული გოლის გაუტანლობის სერია "ლა ლიგაში" - 3 მატჩი - 2001-02 წლების სეზონი

~ რეკორდული სერია მატჩებისა, რომელშიც გოლი არ გაუშვია "რეალს" "ლა ლიგაში" - 7 მატჩი 1997-98 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი მოგებული შეხვედრა სეზონში "ლა ლიგაში" - 31 38-დან 2009-10 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი მოგებული შეხვედრა შინ სეზონში "ლა ლიგაში" - 18 19-დან 1987–88 და 2009-10 წლების სეზონებში

~ ყველაზე მეტი მოგებული შეხვედრა გასვლაზე სეზონში "ლა ლიგაში" - 13 19-დან 2009-2010 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი ფრე სეზონში "ლა ლიგაში" - 15 34-დან 1978-1979 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი მარცხი სეზონში "ლა ლიგაში" - 13 34-დან 1973-1974 წლების სეზონში

~ ყველაზე ცოტა მოგებული შეხვედრა სეზონში "ლა ლიგაში" - 7 18-დან 1929-1930 წლების სეზონში

~ ყველაზე ცოტა ფრე სეზონში "ლა ლიგაში" - 1 18-დან 1929–30 წლების სეზონში, 1 22-დან 1934–35 და 1939–40 წლების სეზონებში

~ ყველაზე ცოტა მარცხი სეზონში "ლა ლიგაში" - 0 218-დან 1931–32 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 107 - 1989-90 წლების სეზონში

~ ყველაზე ცოტა გოლი სეზონში - 24 - 1930-31 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში - 71 - 1950-51 წლების სეზონში

~ ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში - 15 - 1931-32 წლების სეზონში

~ ყველაზე მეტი ქულა სეზონში - 66 ქულა 44 მატჩში 1986-87(მოგებაზე 2 ქულა) წლების სეზონში და 96 ქულა 38 მატჩში 2009-10 წლების სეზონში

~ ყველაზე ცოტა ქულა სეზონში - 17 ქულა 18 მატჩში 1929-30(მოგებაზე 2 ქულა) წლების სეზონში და 70 ქულა 38 მატჩში 1995-96 წლების სეზონში dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)