ლოპესი:"წინ ძალიან კარგი მატჩი გველის"

"ატლეტიკოს" ფორვარდი ადრიან ლოპესი თვლის, რომ ქომაგებს წინ ძალიან კარგი მატჩი ელით. მისი თქმით, "ინდიანსები" მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ წარმატების მისაღწევათ გავლენ.


"დერბისთვის განსაკუთრებულად ვებზადებოდით. ცხადია, ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ფაქტიურად წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ "ატლეტიკო" მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ წარმატების მისაღწევათ გავა, რაშიც მინიმუმ ქულა იგულისხმება".

"გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს და არანაირ წნეხს არ განვიცდით. ალბათ დასამალი იმაში არაფერია, რომ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა "პრიმერა დივიზიონში" სახარბიოელო არაა, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია. ნებისმიერ გუნდს აქვს ჩავარდნა და სწორედ ეს პერიოდი გვიდგას ჩვენც, რისი გაცნობიერებაც არ გვიჭირს".

"შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რადამელ ფალაო დაგვაკლდება, რომელიც უდაოდ გასაოცარ ფორმაში იმყოფება. ვგონებ, რომ გულშემატკივრებს წინ ძალიან კარგი და სანახაობრივი მატჩი ელით, რომელიც ორივე მადრიდული გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია".

As.com dle 10.1

  • tata
  • 25 ნოემბერი 2011
  • 1748
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)