შაჰინი: "მოუ უკმაყოფილოა, როდესაც 97 % ვიხარჯებით"

სამეფო კლუბის თურქმა ფეხბურთელმა ნური შაჰინმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- როგორ უგებთ მოედანზე რონალდუს?
- ბრწყინვალედ.ამ მხრივ პრობლემები არ გაგვაჩნია.

- ალბათ, ტრავმის მიღების შემდეგ დიდი ნერვიულობა გადაიტანეთ...
- ლაზარეთში ყოფნის დროს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში - როდის მოვირგებდი "რეალის" მაისურს.

- დებიუტის დროს რას განიცდიდით?
- როდესაც მოურინიო ჩემთან მოვიდა, სიხარულით აღვივსე.ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს "ბერნაბეუს" თბილი დახვედრა.

- გერმანიაში თამაშის დროს, სამეფო კლუბში გადაბარგებაზე გიფიქრიათ?
- ერთ დღეს მოურინიომ შემატყობინა, რომ ჩემი ხილვა სურდა მადრიდში.რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მოუთმენლად ველოდებოდი ესპანეთში გადაბარგებას."რეალი" და მოუ ის ერთიანობაა, რომელსაც ყველა ბარიერის დაძლევა შეუძლია.

- რა არის თქვენი მოტივი?
- ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კლუბში აუცილებლად ავისრულებ ოცნებას.

- "რეალი" ვალდებულია დაამტკიცოს თავისი სიძლიერე "ბარსელონას" წინააღმდეგ...
- გასულ სეზონში, მადრიდისტები ძალიან ახლოს იყვნენ კატალონიელებთან.ვფიქრობ, სწორი მუშაობის ხარჯზე, წლევანდელ "ბლანკოსი" გაცილებით ძლიერი და კონკურენტუნარიანია, საშინაო არენაზე განსაკუთრებით.მოურინიო ყოველთვის უკმაყოფილიო, როდესაც თავისი შეგირდი 97 %-ით იხარჯება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)