მადრიდელთა გამოცდა, სევილიელთა შანსი

დრამერთა ხმა ისმის „რამონ სანჩეს პისხუანზე“. მოვიდა „სევილიასა“ და მანოლო ხიმენესის დრო. დრო, როცა მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ბრძოლა მარტო ორ კლუბს შორის არ გაიმართება. ამავდროულად, დადგა დრო პელეგრინისეული „მადრიდის რეალის“ გამოცდისა, ამ უკანასკნელებს დღევანდელ შეხვედრაში არ უნდა ქონდეთ კრიშტიანო რონალდუს იმედი.


დღევანდელი ბრძოლა ნათლად გვიჩვენებს/დაგვანახებს ორივე კლუბის ძალას და იმას, თუ რისთვის შეუძლიათ მომავალში ორივე მათგანს ბრძოლა. „სევილიამ“ ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და ახარებს საკუთარი გულშემატკივრების გულებს, მაგრამ „მადრიდის რეალმა“ მათგან განსხვავებით სეზონის დაწყებიდან ყველა შეხვედრა მოიგო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათი თამაში სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა, მიუხედავად ამისა, მისი ძალა ნებისმიერმა საფეხბურთო კლუბს უნდა შურდეს.

„სევილია“ დღევანდელ შეხვედრას სრულ საბრძოლო მზადფყოფნაში კბილებამდე შეიარაღებული ხვდება: შეტევის ხაზში მთავარი დამრტყმელი ძალა იქნებიან ფრედერიკ კანუტე და ლუიშ ფაბიანო, ხოლო რაც შეეხება ალვარო ნეგრედოს, იგი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს იმ იმედით, რომ საკუთარი ახალი კლუბის „ჯოკერი“ იქნება ამ თამაშში. არაა გამორიცხული რომ სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული სურპრიზიც ვიხილოთ: შეიძლება მანოლო ხიმენესმა კანუტე დაასვენოს და ალვარო ნეგრედო პირველივე წუთებიდან გამოიყვანოს მოედანზე.

ამავდროულად „მადრიდის რეალის“ შემადგენლობაში ჩვენ ვერ ვიხილავთ კრიშტიანო რონალდუსა და ლასანა დიარას–ბლანკოსების ახალი ერის ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს. ამიტომაც ბევრი მიიჩნევს, რომ მოედნის ცენტრს თეთრების შემადგენლობაში საკუთარ კონტროლზე აიყვანენ გუტი და ხაბი ალონსო, ასევე შესაძლებელია, რომ მანუელ პელეგრინმა პეპე ბასკისთვის პარტნიორობის გასაწევად წინ წასწიოს. ასევე მოსალოდნელია გარკვეული სურპრიზები ბლანკოსების რიგებშიც: წინასამატჩო ვარჯიშზე პელეგრინი ათამაშებდა სასტარტო შემადგენლობას...რაული , კაკა, ბენზემა და გრანერო დააკომპლექტებენ „მადრიდის რეალის“ შეტევის ხაზს. სწორედ ეს ფეხბურთელები შეეძლებიან გააგრძელონ საკუთარი მოგებების სერია და ამით კლუბის სპორტულ დირექტორ ხორხე ვალდანოს საკუთარ 54–ე დაბადების დღეზე შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთონ. ამ საინტერესო და უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებამდე რამდენიმე საათიღაა დარჩენილი... ყველანი დიდი ინტერესით ელიან შეხვედრას...


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 4 ოქტომბერი 2009
  • 3381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)