"მესტალიის" დეჟა ვუ

"რეალისა" და "ვალენსიას" შორის დაპირისპირებაში უკვე რამდენიმე ფაქტი მეორდება და ნელ-ნელა ტრადიციად ყალიბდება, ანუ ე.წ. "დეჟა ვუ" ფიქსირდება...


მატჩის გამარჯვებული


"მესტალიის" დეჟა ვუ

უკვე რამდენიმე წელია მადრიდის "რეალი" "მესტალიაზე" უკონკურენციოა. ბოლო წლებში "ბლანკოსს" აღნიშნულ სტადიონზე 10 გამარჯვება დაუგროვდა. ათიდან ცხრაში "მერენგებმა" ორბურთიანი და მეტი სხვაობით გაიმარჯვეს. სწორედ ამიტომ, ევროპული წამყვანი ტოტალიზატორის ბუქმეიქერები "რეალს" ე.წ. "აზიური ჰანდიკამპით" მოგებას უწინასწარმეტყველებენ. აღნიშნული ფსონის კოეფიციენტი 2.05 გახლავთ.




გოლები


"მესტალიის" დეჟა ვუ

მადრიდის "რეალი" მიმდინარე სეზონში გოლების მანქანად იქცა. ამჟამად "მერენგებს" მატჩში საშუალოდ 4.18 გოლი გააქვთ, მაშინ, როცა "ვალენსიის" მაჩვენებელი 2.36-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკურად აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირება უხვგოლიანია. ამას ისიც დავუმატოთ, რომ "რეალი" მიმდინარე სეზონში მეორე ტაიმში გოლების გატანით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ბუქმეიქერებმა შეხვედრის მეორე ნახევარში 1.5-ზე მეტი გოლის გატანას 1.8 მიანიჭეს კოეფიციენტად.




მოთამაშეები


"მესტალიის" დეჟა ვუ

"ვალენსიას" შემტევები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან. მეტწილად, ეს სოლდადოსა და ჯონასზე ითქმის. უკანასკნელმა წინა კვირაში ბრაზილიის ნაკრებში დუბლით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება სოლდადოს, რობერტო ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილ კლუბს გოლი გაუტანოს. ვალენსიელებს ყველაზე მეტად გონსალო იგუაინის უნდა ეშინოდეთ. პიპიტას "ღამურებთან" 7 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. სწორედ ამიტომ, ბუქმეიქერები ვარაუდობენ, რომ პიპა მეტოქის კარს დალაშქრავს. აღნიშნული ფსონის კოეფიციენტი 5.0 გახლავთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)