ოთხი ოსტატი

კრიშტიანუ რონალდუმ, ქარიმ ბენზემამ და გონსალო იგუაინმა იმაზე მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ეს მოახერხეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიცაა "მილანი", "ჩელსი" და "ინტერი", თუმცა ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა მესუთ იოზილის გარეშე.


მადრიდის "რეალს" საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდება "მესტალიაზე". ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებიან ფაბიო კოენტრაო, ანხელ ფაბიან დი მარია და რიკარდო კაკა, რაც ძალიან დიდი დანაკლისია.

კრიშტიანუ რონალდუს, მესუთ იოზილს, ქარიმ ბენზემას და გონსალო იგუაინს შეუძლიათ თამაშის ბედი გადაწყვიტონ ნებისმიერ მომენტში. ზემოდ ჩამოთვლილი მოთამაშეები, იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს და ამის გამო, მათი სახით მსოფლიოს საუკეთესო ოთხეული ჰყავს.

პორტუგალიელ რონალდუს, არგენტინელ იგუაინს და ფრანგ ბენზემას იმაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი, ვიდრე ეს მოახერხეს "მილანმა", "ჩელსიმ" და "ინტერმა", ისევე როგორც სხვა გერმანულმა, ფრნაგულმა, ესპანურმა და იტალიურმა კლუბებმა.

მათი ტრიო სამაგალითოა. "რეალმა" მიმდინარე სეზონში "პრიმერაში" 39 გოლი გაიტანა, აქედან 30 სწორედ კრიშტიანუს, ქარიმის და გონსალოს ანგარიშზეა. "ლოს ბლანკოსის" შეტევას ბადალი არ ჰყავს მთელი ევროპის მაშტაბით. აღსანიშნავია, რომ "მერენგებმა" ზედიზედ 10 მატჩი მოიგეს, ხოლო ჟოზე მოურინიოს შესანიშნავი შანსი ეძლევა იმისათვის, რომ თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესოს და აქტივში ზედიზედ 11 მოპოვებული გამარჯვება ჩაიწეროს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "პრემიერ ლიგის" მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც 28 გატანილი გოლი აქვს. ამ მაჩვენებლით, "რეალის" ფორვარდები ჯაბნიან "წითელ ეშმაკებს", ისევე როგორც ლონდონურ გრანდ "ჩელსის". არისტოკრატთა რიგებში თამაშობენ ხუან მატა, ანელკა, დროგბა, ტორესი და ლამპარდი, თუმცა მათი გატანილი გოლების რაოდენობა 24 არ აღემატება. მათ სიას აგრეთვე "მილანიც" უერთდება, სულ რაღაც 23 გოლით. "ინტერზე" საუბარი კი უბრალოდ სასაცილოა.

"ლოს ბლანკოსის" მსგავსად, "ბარსელონაც" საკმაოდ ბევრ გოლს იტანს, მაგრამ მათი საუკეთესო გოლეადორების სამეული, ვერ შეედრება "თეთრების" ტრიოს. ლიონელ მესის ანგარიშზე 14 გოლია, მეორე ადგილს ფაბრეგასი 5 გოლით იაკვებს, ხოლო მესამე ადგილზე 4 შეგდებული ბურთით ჩავი ერნანდესია. ჯამში მათ 23 გოლი აქვთ გატანილი, ჟოზეს თავდამსხმელბს კი 30. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, დღეს "ვალენსიას" ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 19 ნოემბერი 2011
  • 2005
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)