იგლესიასი:"მოურინიოს "რეალი" დიდებულია"

ცნობილმა ესპანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, ხულიო იგლესიასმა, Marca–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს "რეალი" დიდებულია.


"მე ძალიან მიყვარს მადრიდის "რეალი". 40 წლის წინ "ბლანკოსის" მეორე გუნდში ვთამაშობდი, თუმცა ავტო–კატასტროფის გამო, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე, თუმცა საბედნიეროდ ადგილი დავიმკვიდრე მუსიკალურ სამყაროში".

"გუარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ბრწყინვალე გუნდს უდგას სათავეში, მაგრამ ჟოზე მოურინიოს "რეალი" დიდებულია. "სამეფო" კლუბის თითქმის ყველა შეხვედრას ვუყურებ და უდიდეს სიამოვნებასაც ვიღებ. "ლოს ბლანკოსს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ისევე როგორც "პრიმერა დივიზიონის". გუნდი დაკომპლექტებულია იდეალური ფეხბურთელებით, რომელთა გარეშეც მსოფლიო ფეხბურთი ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა".

"ჩემი ყველა ოჯახის წევრი "რეალს" ქომაგობს. უფროს ვაჟს, ენრიკეს განსაკუთრებით უყვარს ამჟამინდელი "ბლანკოსი". მადრიდელები სწრაფად და ორგანიზებულად თამაშობენ, თუმცა დაცვას უყურადღებოდ არ ტოვებენ. ისინი იტანენ ბევრს და უშვებენ ცოტას, ეს კი მხოლოდ საუკეთესო გუნდებს შეუძლიათ".

"კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილი გენიაა, ბენზემამ კი საოცრად მოუმატა თამაშს, ისევე როგორც გონსალო იგუაინმა. სერხიო რამოსი ჩამოყალიბდა ევროპის ერთ–ერთ უძლიერეს მცველად, ხოლო ჩაბი ალონსო გუნდის ხერხემალია, რომელზედაც უამრავი რამაა დამოკიდებული", – აცხადებს ცნობილი კომპოზიტორი (მომღერალი).

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 19 ნოემბერი 2011
  • 2021
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)