ხუანფრანი:"წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის"

როგორც მოგეხსენებათ, "რეალ მადრიდ კასტილია" კვირას "ლუგოს" მოთამაშეებს დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველ–მეორე ადგილს სწორედ ეს კლუბები ინაწილებს. დღეს კი ამ ყველაფერზე ხუანფრანმა ისაუბრა.


"წინ გველის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩი, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია. ამ შეხვედრისგან თითოეული გულშემატკივარი ბევრს ელის, რაშიც მათ ვეთანხმები. ჩვენ ვითამაშებთ ლაღად, ლამაზად და ზუსტად, ეს კი ქომაგებს გაახარებს".

"ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. შეხვედრა საკმაოდ პრინციპულია, ვინაიდან პირველ–მეორე ადგილს სწორედ "კასტილია" და "ლუგო" ინაწილებს. სხვაობა ჩვენს შორის სამი ქულაა, რისი აღმოფხვრაც შეგვიძლია. კარგია ისიც, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით. სახლში არცერთი შეხვედრა არ წაგვიგია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებული სერია ისევ გაგრძელდება".

აქვე გეტყვით, რომ "კასტილიასა" და ზემოდ ხსენებულ გუნდს შორის სხვაობა სულ რაღაც სამი ქულაა. ამ დროისთვის "მერენგებს" 27 ქულა აქვთ, ხოლო "ლუგოს" 30.

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 18 ნოემბერი 2011
  • 1377
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)