ლიოვი:"იოზილი შეუცვლელი ფიგურაა"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა, Bild-თან ინტერვიუში იოზილზე ისაუბრა. მისი თქმით, მესუთი შეუცვლელი ფიგურაა გუნდისთვის.


"ამხანაგური შეხვედრები უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. პირველ დაპირისპირებაში ვერ გავიმარჯვეთ, ვინაიდან მეტოქე საკმაოდ დამაჯერებელი იყო. უკრაინელებს ჰყავთ უმაღლესი დონის შემსრულებლები, ისევე როგორც გამთამაშებლები. ჩვენი შეცდომების ხარჯზე 3 გოლი გაგვიტანეს, თუმცა ბრძოლა რა თქმა უნდა არ დაგვისრულებია. ვთვლი, რომ ტაბლოზე სავსებით ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა (3–3)".

"ჰოლანდიასთან მატჩში კი შეუდარებელნი ვიყავით. მთელი მატჩის მანძილზე უდიდეს უპირატესობას ვფლობდით და ჰოლანდიელებს არანაირი შანსი არ დავუტოვეთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ".

"მესუთ იოზილი თანდათანობით ყალიბდება შეუცვლელ ფიგურად. მისი სახით, მადრიდის "რეალს" ძალიან კარგი შემტევი ნახევარმცველი ჰყავს".

როგორც მოგეხსენებათ, მესუთ იოზილმა ჰოლანდიასთან მატჩში 1 გოლი შეაგდო, ხოლო ერთიც თავის პარტნიორს გაატანინა. საბოლოოდ შეხვედრა გერმანელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 0–3 დასრულდა.

Skysports.com dle 10.1

  • tata
  • 18 ნოემბერი 2011
  • 1838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (76)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)