კრიშტიანო : "ყველა თამაშის და ტიტულის მოგება გვსურს"

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მოთამაშემ კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე თემა მიმოიხილა...


"გუნდი ძალიან წინ მიდის, კარგ ფორმაში ვართ, გულშემატკივრები ჩვენი ცქერით დიდ სიამოვნებას იღებენ, არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, საშინაო არენაზე თუ სტუმრად, ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ. მხოლოდ საკუთარ თავზე და გუნდის წარმატებაზე ვარ კონცენტრირებული."

"გვსურს მოვიგოთ ყველა ტიტული, სამეფო კლუბს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, მონდომების და თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეიძლება, თითოეულ შეხვედრას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და წარმატება აუცილელად მიღწევადი იქნება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მუდმივად მოტივირებულები ვიყოთ."

"ყველა შეხვედრაზე ფოკუსირება ძალიან რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ არ მოვდუნდეთ, მომდევნო მეტოქე ვალენსია იქნება, რომელიც საკუთარ კედლებში ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს. მესტალიაზე არც ისე იოლი გასეირნება გველის, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და მასპინძლები ბოლომდე დაიხარჯებიან. მახსოვს შარშანდელი შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მაშინ "ღამურები" არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფებოდნენ, ახლა კი ცხრილში მოწინავე პოზიციას იკავებენ და მათთან ჭიდილი რთული იქნება."

"კარგ ფორმაში ვარ და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები, სეზონის სტარტი კარგი გამომივიდა, გოლების გატანაც მოვახერხე და თანაგუნდელთა დახმარებაც. ვცდილობ ფორმიდან არ ამოვარდე და პროგრესი განვაგრძო. ჩემთვის ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში უდიდესი სიამოვნებაა."

"ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია, მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება გახლავთ. რიკარდო კარვალიო თავს კარგად გრძნობს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ასევე მინდა ვისაუბრო შაჰინზე, რომლის დებიუტი უკვე შედგა და დარწმუნებული ვარ იგი ბევრს მიაღწევს, ახალგაზრდა მოთამაშეს ბრწყინვალედ ასპარეზობა შეუძლია."

"როდესაც სათამაშოდ გავდივართ, ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობთ, მსურს ეს დამოკიდებულება მუდმივი იყოს." dle 10.1

  • Hala
  • 17 ნოემბერი 2011
  • 1279
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)