მადრიდული ქრონიკები: ექვსწუთიანი მატჩი

2004 წლის 12 დეკემბერს, სამეფო კლუბი "რეალ სოსიედადს" მასპინძლობდა.


თამაშის მსველობისას, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შემოვიდა ანონიმური ზარი, რომელიც სტადიონზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობას იტყობინებოდა.გამომდინარე იქედან, რომ იმ პერიოდში მადრიდში 11 მარტის ტერაქტი იყო განხორციელებული, მსაჯმა პრევენციისთვის მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანოებმა, საფეხბურთო არენიდან ქომაგების ევაკუაცია დაიწყეს.საბოლოოდ, არანაირი ბომბი არ აღმოჩნდა "ბერნაბეუზე."



ნიშანდობლივია, რომ ესპანეთის პროფესიულ ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებით, 2005 წლის 5 იანვარს, მოხდა თამაშის გაგრძელება და არა გადათამაშება.შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, საკუთარი წამზომი 84-ე წუთზე დააყენა, ანუ "რეალისა" და "სოსიედადის" ფეხბურთელებს, 6 წუთის განმავლობაში უნდა გაერკვიათ საუკეთესოს ვინაობა.

სანამ უშუალოდ გეტყვით, თუ რა მოხდა ამ 6 წუთის განმავლობაში, მოგახსენებთ, რომ ნახსენები დაპირისპირება, სადებიუტი გახლდათ "ბლანკოსის" იმდროინდელი მწვრთნელისთვის, ვანდერლეი ლუშემბურგოსთვის.როგორც ზემოდ აღვნიშნე, ცრუ განგაშამდე, ტაბლოზე ყაიმი (1-1) ფიქსირდებოდა, რონალდოსა და ნიჰატის გოლების წყალობით.

და ბოლოს, მოხდა ის, რომ საჯარიმოში შესული "კიჭა," ბასკმა ფეხბურთელმა წესების დარღვევით წააქცია, რის გამოც დაინიშნა პენალტი.მოედანზე არ ირჯებოდა ფიგუ, შესაბამისად ზიზუს დაევალა თერთმეტ მეტრიანის ზუსტად შესრულება.როგორც ყოველთვის, სიზუსტემ არც ამჯერად უმტყუნა ფრანგს და გამარჯვების გოლი მოუტანა "ბლანკოსს."მაშასადამე, ექვსწუთიანი დაპირისპირება, "რეალის" გამარჯვებით დასრულდა.


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)