პორტუგალია ევროპაზე ითამაშებს

მაშასადამე, სანაკრებო ბატალიებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა.


პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა, ევროპის 2012-ის საგზური მოიპოვა.ფლეიოფის განმეორებით დუელში, "წითლებმა" შინ მიიღეს ბოსნია და 6-2 გაანადგურეს.აღსანიშნავია, რომ დუბლი მიითვალა რონალდუმ, ხოლო კოენტრაუმ საგოლე გადაცემა და ხელით თამაში, რომელსაც შემდეგ თერთმეტ მეტრიანი მოჰყვა.სამივე მადრიდისტამ (რონალდუ, კოენტრაუ და პეპე) 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა არგენტინამ.იგუაინის გუნდმა, სტუმრად 1-2 სძლია კოლუმბიას.პიპიტა 86 წუთის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ამაოდ.

მორიგი ამხანაგური თამაში ვერ მოგიო "ფურია როხამ."დელ ბოსკეს შეგირდებს, ამჯერად, კოსტარიკასთან დაუცდათ ფეხი, 2-2.ნიშანდობლივია, რომ პირველი გაშვებული გოლი, კასილიასის სინდისზეა, რამეთუ რეკოდსმენმა გოლკიპერმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.რაც შეეხება დანარჩენ ესპანელ მადრიდისტებს (რამოსი, არბელოა და ალონსო), ისინი სასტარტოში გამოვიდნენ.

ასევე, ამხანაგურ თამაშში, საფრანგეთის ეროვნული გუნდი უგოლოდ დაუზავდა ბელგიას.ბენზემამ მწვანე მინდორზე 72 წუთი ირბინა, თუმცა რაიმე ღირებულით ვერ დაამახსოვრა თავი ქომაგებს.

და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა ალტინტოპის თურქეთი.შინ წაგებული 0-3 შემდეგ, ჰამითი და მისი თანაგუნდელები ვერაფერს გახდნენ ხორვატების წინააღმდეგ.მადრიდელმა მოთამაშემ სასტარტოში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (229)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)