დი მარია "ბარსასთან" საჭიროა

ანხელ დი მარიას საფეხბურთო მეტამორფოზა შესწავლას იმსახურებს.


ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მასზე საუბრობდნენ, როგორც ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელზე, რომელიც გამოირჩევა ზედმეტი ინდივიდუალიზმით, თუმცაღა ახლა, არგენტინელის ცხოვრებაში სხვა ერა დადგა."ბენფიკას" ყოფილი გარემარბი, ყოველ შეხვედრაში აუმჯობესებს თამაშს და აკეთებს იმას, რაც მოურინიოსა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილ პუბლიკას სურთ.

ალბათ, თავად ანხელიტოს, ფლანგზე მოწყობილი რეიდები და საჯარიმოში ჩაწოდებები, დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც შეიძლება ვერ შეელიოს ადამიანი.მოურინიოსთან საუბრისა და დარიგებების მიღების შემდეგ, დი მარიამ შეწყვიტა თავდახრილი 2 ევროიანი მონეტის ძიება და როგორც იქნდა, ჩაერთო კოლექტიურ ფეხბურთში.სახე შეცვლილი არგენტინელი, გაცილებით უფრო სახიფათო გახდა მოწინააღმდეგისთვის და გაცილებით უფრო სასარგებლო თანაგუნდელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ანხელი კარგად უგებს, როგორც თანამემამულე იგუაინს, ასევე ბენზემას, რონალდუსა და კაკას.მაშინ, როდესაც მეტოქეს ჰგონია, რომ დი მარია ჩვეულ რეიდს დაიწყებს და დაიპყრობს მარჯვენა ფრთას, საგოლე გადაცემას აკეთებს გუტის ან ლაუდრუპის სტილში.ასევე, ბოლომდე იბრძვის მოედნის ნებისმიერი მონაკვეთში.ამის დასტურია "ოსასუნასთან" თამაში, სადაც ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო ეპიზოდში, რომელშიც შეეძლო უბრალოდ გაეტარებინა ბურთი.

ერთი სიტყვით, ანხელ დი მარია აუცილებლად უნდა გამოვიდეს "ბარსელონას" წინააღმდეგ.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მას!

თომას რონსერო - გაზეთ "ასის" ჟურნალისტი
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)