"პიპამანია" ბუენოს-აირესში

ალბათ, უცხო არავისთვისაა ის, რომ არგენტინის დედაქალაქის ქუჩები, ფეხბურთით სუნთქავს.ეს ყოველივე, განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც საყვარელი ეროვნული ნაკრები საშინაო შეხვედრას ატარებს.


გასულ კვირას, ბუენოს-აირესში "ას"-ის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რომელთა გადმოცემით, არგენტინელებში "პიპამანია" სუფევს.დიდი თუ პატარა ქომაგი, ღიად გამოთქვამს სიყვარულს "რეალის" გოლეადორის მიმართ.

ვიკტორია, რომელიც გაზეთების ჯიხურში მუშაობს, აცხადებს, რომ იქ დიდი სიმპატიებით არიან განწყობილნი იგუაინისადმი: "აღფრთოვანებული ვარ გონსალოს სურვილითა და გოლებით.ნაკრების თავკაცი არ შემცდარა, როდესაც პიპას 9 ნომრიანი მაისური ჩააბარა.მას დიდი მომავალი ელოდება."

ამავე აზრზეა, ვიკტორიას გვერდით მდებარე ბარში მომუშავე მიმტანი.ის მიიჩნევს, რომ იგუაინის დღევანდელი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა: "გონსალო ნამდვილი ვარსკვლავია.ორმაგად შემიყვარდა, როდესაც არგენტინის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო.მოგეხსენებათ, მას შეეძლო საფრანგეთის სახელით ასპარეზობა, თუმცა პიპაში სამხრეთ ამერიკული სისხლი ჩქეფს."

"მადრიდში კრიშტიანუზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არა იგუაინის ტრავმა, ის აუცილებლად იქნებოდა დასახელებული "ოქროს ბურთის" ნომინანტებში.იქნებ, ჟურნალისტებმა მითხრან, სად მიაქვს იგუაინს ბურთები, რომლითაც ჰეთ-თრიკს ასრულებს" - ამბობს ფლორისტი ხუან ვერა, რომელსაც საუბარში მეეზოვე როდრიგო ჩაერთო: "იგუაინი დიდებულია!."

მოკლედ და კონკრეტულად, არგენტინაში დიდ პატივს ცემენ მადრიდისტას.იმედია, მისი შესრულებით კიდევ არაერთ დუბლსა თუ ჰეთ-თრიკს ვნახავთ.

სტატიის წყარო: RealMadrid.Ru
მთარგმნელი: ნიკოლოზ ჭანიძე dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)