მოუ: "ნამდვილი ბენზემა დაბრუნდა"

ჟოზე მოურინიომ ფრანგულ Telefoot-თან ქარიმ ბენზემაზე მცირე განცხადება გააკეთა...


"ვფიქრობ, რომ ქარიმი ყველა ასპექტში გაძლიერდა. ახლა ის უფრო ძლიერია როგორც ფსიქლოგიურად, ისევე ფიზიკურად. თამაშს ის უფრო კარგად შეიგრძნობს და არამარტო თავდასხმაში გაააუმჯობესა თამაში, არამედ თავდაცვაშიც ხშირად დიდ სამუშაოს ასრულებს.ის არის ფეხბურთელი, რომელიც წარმოუდგენლად შემოქმედებითია. შეიძლება ითქვას, რომ იგი მტაცებელია. მე მასში ახლა ნამდვილ ბენზემას ვხედავ, რომელიც "რეალის" ღირსებას იცავს." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

თავის მხრივ, ქარიმ ბენზემა სანაკრებო ბატალიებზე იმყოფება. "მამლებმა" ორიოდე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით ამხანაგურ შეხვედრაში. მატჩის შემდგომ ქარიმმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. შეხვედრის პირველი ნახევრის პირველ 20-25 წუთში ჩვენ გაგვიჭირდა უშუალოდ თამაშში ჩართვა, თუმცა შემდგომ ყველაფერი თავის რიგზე დალაგდა. რაც შეეხება რემის, ის ძალიან კარგი მოთამაშეა, ყოველ მატჩში სიახლეს გვთავაზობს. "მარსელში" ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს და გოლების უმეტესობაც სწორედ მას გააქვს. ვიმედოვნებ, რომ ის ასე გააგრძელებს. საფრანგეთს სჭირდება რემის მსგავსი ფეხბურთელები."

აქვე შეაგხსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მომავალ შეხვედრას სამშაბათს გამართავს ბელგიის წინააღმდეგ. წინა მატჩის მსგავსად, ესეც ამხანაგური ხასიათის იქნება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)