საუკეთესო საუკეთესოთა შორის

დიახ ბატონებო და ქალბატონებო, იკერ კასილასი მართლაც რომ საუკეთესოა საუკეთესოთა შორის...


"ეს არის გზა, რომელზეც სვლა უნდა განვაგრძო. მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ მე ეს შევძელი, ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. ყველა მატჩში თავს არ დავზოგავ, არა ქვს მნიშვნელობა ეს "რეალი" იქნება თუ ეროვნული ნაკრები." - განაცხადა კასილასმა ინგლისი-ესპანეთის მატჩის შემდგომ, რომელიც იკერისთვის რიგით 126-ე იყო "ფურია როხაში". სამწუხაროდ ესპანეთი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ როცა ლამპარდმა გოლი გაიტანა, მაშინ იკერი მოედანზე აღარ იმყოფებოდა.

1996 წლის 9 მარტი, დღე, როცა იკერმა პირველად მოირგო ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური, მაშინ იგი თავისი ქვეყნის 15 წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა. მაშინ ესპანეთი "უემბლიზე" ინგლისს დაუპირისპირდა. გავიდა 15 წელი და იმავე სტადიონზე, იმავე ნაკრებს იკერ კასილასი ისევ დაუპირისპირდა, ამჯერად არა როგორც დებიუტანტი, არამედ როგორც ლიდერი, კაპიტანი და სული და გული თავისი გუნდისა. გარდა ამისა, იკერმა რიგით 126-ე შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის მაისურით. ამით იგი ლეგენდარულ ენდონი სუბისარეტას გაუტოლდა და ძნელად სავარაუდო არც არის, რომ სულ რაღაც 4 დღეში მას გადაასწრებს კიდეც.

როგორც მოგეხსენბათ სუბისარეტაც მეკარე გახლდათ. ენდონიმ ესპანეთის ნაკრებში 126 შეხვედრა ჩაატარა, ამათგან 70-ში გამარჯვება იზეიმა, 33 ფრედ ითამაშა და 23-ჯერ დამარცხდა. სულ ლეგენდარულმა მეკარემ 99 გოლი გაუშვა საკუთარ კარში. ახლა კი თვალი გადავავლოთ იკერის სტატისტიკურ მონაცემებს, 126 მატჩში 92 გამარჯვება, 21 ფრე, 13 მარცხი და საკუთარ კარში მხოლოდ 73 მიღბული გოლი. განა არ არის ის საუკეთესო საუკეთესოთა შორის?

საუკეთესო საუკეთესოთა შორის


ჯერ სად ხართ, იკერი მარტო ესპანეთში კი არა, მსოფლიოში საუკეთესო გახლავთ. მართალია მუჰამედ ალ დეაიეას რეკორდამდე იკერს ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ დრო გავა და ალბათ კასილასი ამ მხრივაც საუკეთესო გახდება. ცნობისთვის, დეაიეა საუდის არაბეთის ნაკრების ღირსებას იცავდა და მან 178-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური. სამაგიეროდ, იკერი ლილიან ტურამის რეკორდთან არის ძალიან ახლოს. ფრანგ მცველს მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ აქვს ნაზეიმები გამარჯვება ეროვნულ ნაკრებთან - 94-ჯერ, მაგრამ მან ეს 142 შეხვედრაში მოახერხა. იმის გათვალისწინებით, რომ ტურამმა უკვე 3 წელია დაასრულა სანაკრებო კარიერა ძნელად სავარაუდო არაა, რომ კასილასი ამ მხრივაც საუკეთესო გახდება მსოფლიოში.

საუკეთესო საუკეთესოთა შორის


იკერის სანაკრებო კარიერა 2000 წლის 3 ივლისს დაიწყო, მაშინ ესპანეთის ნაკრები გოტებორგში შვედეთს დაუპირისპირდა ამხანაგურ შეხვედრაში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში იკერს იშვიათად უწევდა თამაში, მაგრამ 2002 წლის მუნდიალამდე ტრავმა მიიღო კანისარესმა და ახალგაზრდა იკერს უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა. რომ არა ოლივერ კანის ბრწყინვალე თამაში, კასილასს მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დაასახელებდნენ. ამის შემდეგ კი იკერი ნაკრების უცვლელი მეკარე გახდა, მოიგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები და სხვა უამრავი ინდივიდუალური პრიზი. უეფამ მას ეს დაუფასა და რამდენიმე დღის წინ ჯილდოც გადასცა.

იკერ კასილასი: "ვამაყობ, რომ ეს ჯილდო მივიღე. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრ მატჩს ჩავატარებ ესპანეთის ნაკრებში და კიდევ მივაღწევ წარმატებებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, რომელთაც სჯერათ ჩემი და მენდობიან, ასევე მადლობელი ვარ თანაგუნდელების, რომლებიც მე უდიდეს დახმარებას მიწევდნენ კარიერის განმავლობაში."


Hala Iker!!!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)