წარსულის პირისპირ

კვირა დღის ჯახი მადრიდის რეალსა და სევილიას შორის უდაოდ დიდ ინტერესს იწვევს , როგორც რიგით მაყურებლებში, ასევე მადრიდის რეალისა და სევილიას გულშემაკტკივრებში. ეს დაპირისპირება მართლაც რომ ლა ლიგის ცენტრალური შეხვედრა იქნება , ვინაიდან ერთმანეთს ხვდებიან სატურნირო ცხრილის ლიდერი და იმავე ცხრილში მესამე ადგილოსანი კლუბები. თამაში ნამდვილად კარგი საყურებელი და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. ეს შეხვედრა არცერთი ფეხბურთელისთვის ისეთივე პრინციპული არ იქნება, როგორც ალვარო ნეგრედოსა და სერხიო რამოსისათვის. პირველი მათგანი მადრიდის რეალის კანტერას აღზრდილია, ხოლო მეორე კი სევილიას კანტერასი, ასე რომ მათ საკუთარი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.


ალვარო ნეგრედო– მხეცი მადრიდიდან

წარსულის პირისპირ

ალვარო ნეგრედო სევილიაში 21 აგვისტოს გადავიდა. ერთის მხრივ ეს სიურპრიზი იყო, ვინაიდან ყველა ელოდა, რომ ალვარო „სარაგოსას“ აირჩევდა, მისი ამ კლუბში გადასვლა ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რატომღაც იგი „სევილიაში“ აღმოჩნდა. მისი სატრანსფერო საფასური 14 მლნ. ევრო იყო.

"La fiera de Vallecas"–ს (ეს ალვაროს ზედმეტსახელია–„გარეული ცხოველი ვალეკასიდან“– ვალეკასი–მადრიდის ის რაიონი, საიდანაცაა ნეგრედო წარმოშობით. , ), რომელიც 24 წლისაა კარგი რეზიუმე აქვს: 70 ლა ლიგაში ნათამაშებ შეხვედრაში მან 32 გოლი გაიტანა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რეზულტატს მან ალმერიაში თამაშისას მიაღწია. ამ ზაფხულს გაყიდა რა ხელმეორედ ალვარო ნეგრედო „მადრიდის რეალმა“, კონტრაქტში შეიტანა, რომ მას ექნებოდა მომავალში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება, მიახლოებით 17 მლნ. ევროდ. საქმე იმაშია , რომ შესაძლოა ამ ფეხბურთელში მადრიდელები რაულის შემცვლელს ხედავენ.

ალვარო შესანიშნავი ნადავლია „სევილიასთვის“ , ის ძალიან კარგად ხედავს მოედანს, ფლობს კარგ ტექნიკას და შეუძლია კარგი გადაცემების გაკეთებაც. 2005–დან 2007 წლამდე იგი გამოდიოდა „კასტილიის“ რიგებში, სადაც „რაო ველეკანოდან“ მოხვდა. მას შემდეგ, რაც მან მეორე ნახევარში სეგუნდაში გაიტანა 18 გოლი, ალვარომ კონტრაქტი „ალმერიასთან“ გააფორმა, კლუბთან რომელიც იმ სეზონში გადავიდა პრიმერა დივიზიონში. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ქალაქში დარჩენისა და „მადრიდის რეალის“ შემადგენლობაში თამაშის, იგი იძულებული გახდა კლუბში არსებული დიდი რაოდენობით თავდახმელების გამო, გადასულიყო სევილიაში.

სერხიო რამოსი– ტარზანი კამასიდან

წარსულის პირისპირ

სერხიო რამოსის შემთხვევა ნეგრედოსგან სრულიად განსხვავებულია. „სევილიაში“ რამოსი 11 წლის ასაკში მოხვდა. „თანატოლებს ორი წლით უსწრებდა“–აცხადებს მისი ტალანტის პირველი აღმომჩენი პაბლო ბლანკო. „სევილია“ ყოველთვის ამაყობდა საკუთარი კანტერათი, „აქ ჩვენ კარგ ფეხბურთელებს არ ვაფუჭებთ და ხელიდან არ ვუშვებთ“ . სწორედ, რომ პოლიტიკამ, რომელიც ითვალისწინებდა კანტერას ფებხურთელებისთვის პირველ კლუბში თამაშის შესაძლებლობების მიცემას, ხელი შეუწყო რამოსს ადრეულ ასაკში მოხვედრილიყო „სევილიას“ შემადგენლობაში.

„მან პირველივე ჯერზე მიიქცია ჩემი ყურადღება“–აცხადებს ბლანკო–„ის იმ ფებხურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ეჭვი არაფერში არ ეპარებათ. მას უბრალოდ ბარბაროსული თვითრწმენა აქვს“.
სერხიო რამოსის ფიზიკური განვითარება მის ასაკთან შეუთანხმებლობაში მოდიოდა.

ამიტომაც იყო , რომ 13 წლის ასაკში ის კადეტებთან (კლუბი რომელიც შედგება 15 წლის ფეხბურთელებისგან) ერთად თამაშობდა. 15 წლისა ის უკვე „ჰუვენილ ა“–სთან ერთად თამაშობდა (18 წლის ფეხბურთელები). ის აგრძელებდა საკუთარი თანატოლებთან შედარებით უფრო სწრაფ განვითარებას და ამიტომ უკვე 17 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი „სევილიას“ პირველი კლუბის შემადგენლობაში. ეს მოხდა 2004 წლის თებერვალში. მას მწვრთნელები ეკითხებოდნენ– საიდან ასეთი სიმშვიდე, რომელიც ვეტერანებისთვისაა დამახასიათებელი? „ეს ყველაფერი მისი ოჯახის დამსახურებაა“–ამბობს ბლანკო. „ის იზრდებოდა სტაბილურ, გათანასწორებულ გარემოში. მას უფრო ნაკლები პრობლემები ჰქონდა, ვიდრე სხვებს, ის ფეხბურთით ცოცხლობს.

2005 წლის ზაფხულში ფლორენტინოს იგი 27 მლნ. ევრო დაუჯდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ის უკვე „მადრიდის რეალის“ სრულფასოვანი წევრი და ძირითადის მოთამაშე გახდა, როგორც კლუბში, ასევე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.


წყარო: DC, abc.es
dle 10.1

  • shvela
  • 3 ოქტომბერი 2009
  • 3592
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)