ინგლისი – ესპანეთი (პრევიუ)

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ინგლისის ეროვნული ნაკრები "უემბლიზე" ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ამ შეხვედრის განაცხადში 5 "მერენგი" იმყოფება და სავარაუდოდ უმეტესი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას გასამართ მატჩში.


ევროპელი სპეციალისტები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს უდაო ფავორიტად მიიჩნევენ, ვინაიდან ფაბიო კაპელოს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დააკლდება ამ მატჩში. განსხვავებული აზრი არც გულშემატკივრებს აქვთ. Goal–ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქომაგთა 82% თვლის, რომ დელ ბოსკეს გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს, 5% აზრით შეხვედრა ფრედ დამთავრდება, ხოლო 13% ინგლისის მოგებას ვარაუდობს.

ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობა: ჰარტი, უოლკერი, ლესკოტი, კეჰილი, ეშლი კოული, პარკერი, ბერი, თეო უოლკოტი, ფრენკ ლამპარდი, დოუინგი და დარინ ბენტი.

კაპელოს სერიოზული დანაკლისი აქვს. ინგლისს ვერ დაეხმარებიან გუნდის უდაო ლიდერები კაპიტანი ჯონ ტერი და უიენ რუნი, რომელსაც დისკვალიპიკაცია აქვს.

ესპანელთა სავარაუდო შემადგენლობა: კასილასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, ალბა, ჩაბი ალონსო, სერხიო ბუსკეცი, სილვა, ხავი, ინიესტა და დავიდ ვილა.

დეკ ბოსკეს გუნდი ოპტიმალურია, თუმცა შეხვედრისთვის მზად არ არიან ფერნანდო ტორესი და ხუან მატა, რომლებიც სავარაუდოდ შეხვედრას გამოტოვებენ.

ინგლისმა და ესპანეთმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიდაც ორივეგან "წითლებმა" იმარჯვეს. პირველი შეხვედრა ესპანეთმა მადრიდში 2–0 მოიგო, ხოლო ერთი მატჩი ინგლისში გაიმართა, სადაც დელ ბოსკეს შეგირდებმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0–1 იმარჯვეს.

ესპანეთის უკანასკნელი ხუთი შეხვედრა:

ესპანეთი 3–1 შოტლანდია
ჩეხეთი 0–2 ესპანეთი
ესპანეთი 6–0 ლიხტენშტეინი
ესპანეთი 3–2 ჩილე
იტალია 2–1 ესპანეთი

როგორც ხედავთ, ესპანეთმა უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან 4 მოგიო და 1 წააგო, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ მატჩებში "წითლებმა" ჯამში 15 გოლი გაიტანეს და 4 საკუთარ კარში მიიღეს.

ინგლისის უკანასკნელი ხუთი შეხვედრა:

მონტენეგრო 2–2 ინგლისი
ინგლისი 1–0 უელსი
ბულგარეთი 0–3 ინგლისი
ინგლისი 2–2 შვეიცარია
ინგლისი 1–1 განა

ალბათ ხედავთ, რომ უკანასკნელ ხუთ მატჩში კაპელოს გუნდმა სახარბიელო შთაბეჭდილება ვერ დატოვა. გუნდმა ისეთ გუნდებთან ვერ გაიმარჯვა, როგორებიც არიან განა, შვეიცარია და მონტენეგრო. ჯამში მათ 9 გოლის შეგდება შესძლეს, ხოლო 5 საკუთარ კარში გაუშვეს. ცხადია, ამ მაჩვენებლით ესპანელები უფრო დამაჯერებლები და სტაბილურები არიან.

გულშემატკივართა აზრი:

ინგლისი 1–3 ესპანეთი (17%)
ინგლისი 1–2 ესპანეთი (13%)
ინგლისი 2–1 ესპანეთი (13%)
ინგლისი 0–2 ესპანეთი (10%)
ინგლისი 0–3 ესპანეთი (8%)
ინგლისი 1–1 ესპანეთი (5%)

Goal.com dle 10.1

  • tata
  • 11 ნოემბერი 2011
  • 2962
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)